ირაკლი კობახიძე: საქართველოს კონსტიტუცია ლაკონური უნდა იყოს

© REUTERS / David Mdzinarishviliირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შეინიშნება კონსტიტუციის ტექსტის განვრცობის ტენდენცია და საბოლოოდ შესაძლოა სამჯერ უფრო გაზრდილი დოკუმენტი მივიღოთ.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებებისთვის შექმნილმა საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაიწყო, იუწყება საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური.
კომისიის პირველი სხდომა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გახსნა. 

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებს შეიტანენ - გაიმართა კომისიის პირველი სხდომა

მან მადლობა გადაუხადა კომისიის წევრებს წარმოდგენილი წინადადებებისთვის, თუმცა აღნიშნა, რომ  შეინიშნება ტექსტის განვრცობის ტენდენცია და საბოლოოდ, თუ სამუშაო ჯგუფში შესული ყველა მოსაზრება დაჯამდება, შესაძლოა სამჯერ უფრო გაზრდილი კონსტიტუცია მივიღოთ“.

„სასურველია, კონსტიტუციის შეძლებისდაგავარად ლაკონური ტექსტი მივიღოთ. სადაც საჭირო იქნება ტექსტის განვრცობა და სტანდარტების აწევა, იქ ბუნებრივია კომისია მზად იქნება მსჯელობისთვის“, — აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი განცხადებით, ყველაზე მრავალრიცხოვანი კომისიის მუშა ჯგუფებს შორის — ეს ადამიანის უფლებებისა და სასამართლო ხელისუფლების საკითხებზე მომუშავე ჯგუფია, რაც ამ მიმართულებების განსაკუთრებულ მნიშნელობას უსვამს ხაზს.

„დღეს იმართება პირველი სხდომა, სადაც შევკრებთ იმ მოსაზრებებს, რომელიც შემდეგ უკვე აისახება პირველად პროექტში და დარიგდება შემდეგი სხდომისთვის. წინასწარ უკვე შემოსულია წერილობითი მოსაზრებები და კომისიის ბევრმა წევრმა უკვე წარმოადგინა თავისი წინადადებები, რომელთა განხილვაც დღეს მოხდება“, — განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, კომისიას აქვს საშუალება, ღია დისკუსია გამართოს და მუხლობრივად განიხილოს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი თავები.

ყველა ახალი ამბავი
0