ბუკიკიო: საქართველოს კონსტიტუციის დახვეწა შეიძლება

© FB / Парламент Грузииბუკიკიო: საქართველოს კონსტიტუციის დახვეწა შეიძლება
ბუკიკიო: საქართველოს კონსტიტუციის დახვეწა შეიძლება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიომ დადებითად შეაფასა საქართველოს კონსტიტუცია, მაგრამ აღნიშნა, რომ მისი დახვეწა შეიძლება.

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ ჯანი ბუკიკიომ იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასთან ქვეყნის კონსტიტუციაში შესწორებების შეტანასთან დაკავშირებით ეფექტური იქნება.

საქართველოს ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, რომ კონსტიტუციაში, პირველ რიგში, ისეთი შესწორებების შეტანას აპირებს, რომლებიც უზრუნველყოფს ძალთა ბალანსს პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, ასევე საარჩევნო სისტემის შეცვლას. შესწორებების საბოლოო პროექტი 30 აპრილამდე უნდა შემუშავდეს.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის დაწერაში მონაწილეობას არ მიიღებს

„მე, როგორც იტალიელს, კარგად მესმის ქართველების მენტალობა და მიდგომები ცალკეულ საკითხებთან მიმართებით. ახლა საქართველოს კონსტიტუციის გადახედვის კიდევ ერთი მცდელობა გვაქვს. უკვე ვთქვი, რომ, გლობალურად, კარგი ტექსტია და შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან, თუმცა, მისი დახვეწა შეიძლება“, — განაცხადა ბუკიკიომ თბილისში ვიზიტისას.

ბუკიკიო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე გამოვიდა.

„წინა მოწვევის პარლამენტში უკვე იყო საკონსტიტუციო კომისია, რომელიც, სამწუხაროდ, არ იყო წარმატებული. ვფიქრობ, რომ ახლა წარმატების მიღწევა შესაძლებელია. მე ნამდვილად მივესალმები თავმჯდომარისა და საქართველოს პარლამენტის მონდომებას, გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. ჩვენი საერთო მიზანი საქართველოს კონსტიტუცია და მისი ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანაა. ეს არის ჩვენი საერთო მიზანი და ერთად ჩვენ წარმატებას მივაღწევთ“, — განაცხადა ბუკიკიომ.

პარლამენტის თავმჯდომარემ დაარწმუნა ვენეციის კომისიის ხელმძღვანელი, რომ საქართველოს ხელისუფლება კომისიის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნება“ კონსტიტუციის გადახედვას აპირებს

„საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს არც ერთ ისეთ ნორმას, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით ნეგატიურად იქნება შეფასებული ვენეციის კომისიის მიერ და ეს ჩვენი განაცხადი იქნება შესრულებული“, — განაცხადა კობახიძემ.

ბუკიკიო მანამდე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, არასაპარლამენტო ოპოზიციას, ასევე პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს.

საქართველოს საკონსტიტუციო კომისია მუშაობას ახალი პარლამენტის ამოქმედებიდან ორ თვეში შეუდგა. საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობით გაიმარჯვა და მას ნებისმიერი კანონის, მათ შორის, კონსტიტუციის შეცვლა შეუძლია.

საქართველოს ხელისუფლებამ უფრო ადრე განაცხადა, რომ ცვლილებები კონსტიტუციაში ფართო კონსენსუსის საფუძველზე იქნება მიღებული. საკონსტიტუციო კომისიაში 73 ადამიანი შევიდა — ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები, ოპოზიცია, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები. კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

ყველა ახალი ამბავი
0