საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის დაწერაში მონაწილეობას არ მიიღებს

© FB / Giorgi Margvelashviliპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტის ადმინისტრაცია მხოლოდ ცვლილებების საყოველთაო განხილვაში ჩაერთვება.

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებენ, განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა ბრიფინგზე.

საქართველოს კონსტიტუციის ორიგინალი - Sputnik საქართველო
ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში: დასაწყისი

საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფორმირებაზე მუშაობა დღეს დაიწყო. კომისიამ, რომელშიც შევლენ საპარლამენტო უმრავლესობის, ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციები, მთავრობის წარმომადგენლები და ასევე საკონსტიტუციო და უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარეები, ქვეყნის უმთავრეს კანონში შესატანი ცვლილებები უნდა მოამზადოს.

„წარმოდგენილი დადგენილების პროექტი ცალსახად მოკლებულია პოლიტიკურ ნდობასა და ლეგიტიმაციას და არ არის ორიენტირებული ფართო კონსესუსის მიღწევაზე. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი და მისი წარმომადგენლები თავს შეიკავებენ მონაწილეობის მიღებისგან“, — განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მხოლოდ ცვლილებების საყოველთაო განხილვაში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის თანახმად, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია მუშაობას მიმდინარე წლის ბოლომდე შეუდგება და საბოლოო პროექტს მომავალი წლის 30 აპრილამდე შეიმუშავებს, რის შემდეგაც პროექტის საყოველთაო სახალხო და საპარლამენტო განხილვები გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0