ამინდი და წყლის ტემპერატურა საქართველოში აგვისტოში: ზუსტი პროგნოზი

© Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები ჯვრის მონასტერთან
ტურისტები ჯვრის მონასტერთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
"Sputnik-საქართველო" წარმოგიდგენთ აგვისტოს ამინდის პროგნოზს როგორც თბილისსა და ქვეყნის შავი ზღვის სანაპიროზე, ისე მაღალმთიან და სამკურნალო კურორტებზე

ზაფხულის ბოლო თვე — აგვისტო ყველაზე ცხელია საქართველოში. მთელ ქვეყანაში ცხელი და მზიანი ამინდია და საკმაოდ ნესტიანი, განსაკუთრებით დასავლეთში, სადაც სუბტროპიკული კლიმატი ბატონობს.

მთელი თვის განმავლობაში ჰაერისა და წყლის ტემპერატურა თბილი იქნება — ჰაერის ტემპერატურა დღისით საშუალოდ +33 გრადუსი იქნება, ამიტომ დასვენების ეპიცენტრი საქართველოში აგვისტოში პლაჟი და ზღვა იქნება.

შავი ზღვის სანაპირო

ბათუმი საზღვაო დასვენების მთავარი გასართობი, საკურორტო და ტურისტულ ცენტრად რჩება.

ბათუმში ჰაერის საშუალო ტემპერატურა დღისით +27 გრადუსი იქნება, ხოლო ღამით — +20. სინოპტიკოსები გვპირდებიან, რომ ამინდი ბათუმსა და მთლიანად აჭარაში ეს პერიოდი მზიანი იქნება. მცირე ღრუბლიანობა და ხანმოკლე წვიმები დამსვენებლებს ხელს არ შეუშლის.

ბათუმის სანაპირო - Sputnik საქართველო
ტურისტებში აჭარით დაინტერესება იზრდება

პროგნოზების მიხედვით, 31-დან 22 დღე მზიანი იქნება, დანარჩენ დღეებში მოსალოდნელია მცირე ნალექი და ღრუბლიანობა. ზღვის წყალი საბანაოდ კარგი იქნება — საშუალო ტემპერატურა 27 გრადუსს შეადგენს, მინიმალური — 24 გრადუსს, ხოლო მაქსიმალური — 29 გრადუსს.

მზიანი ამინდი ელოდებათ გურიაში — ურეკსა და გრიგოლეთში ჩასულ დამსვენებლებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, მთელი თვის განმავლობაში წვიმიანი მხოლოდ ორი დღე იქნება.

ჰაერის საშუალო ტემპერატურა დღისით +27,7 გრადუსი იქნება, ხოლო ღამით — +21,2. წყლის საშუალო ტემპერატურა თვის განმავლობაში 26,5 გრადუსი იქნება, მინიმალური — 24 და მაქსიმალური — 29.

ანალოგიური ამინდი იქნება ანაკლიაში (სამეგრელო).

თბილისი

აგვისტო თბილისში ყველაზე ცხელი თვეა. დღისით საშუალო ტემპერატურა იქნება +26, ხოლო ღამით — +23 გრადუსი. სიცხე დღისით ხშირად 39-40 გრადუსამდე აიწევს.

მოერიდეთ შუაგულ მზეში გასვლას. გასაგრილებლად ეწვიეთ სკვერებს, საჩოგბურთო პარკებს ან ქალაქის კეთილმოწყობილ პლაჟებს — "თბილისის ზღვას", კუს ტბასა და ლისის ტბას.

მშვიდობის ხიდი - Sputnik საქართველო
ამინდის ზუსტი პროგნოზი 31 ივლისი -7 აგვისტოს პერიოდში

მაღალმთიანეთი

სიცხისგან დასვენება, გაგრილება და მთის პეზაჟებით ტკბობა მაღალმთიან რეგიონებშია შესაძლებელი. გუდაური ერთ-ერთი ყველაზე სამთო-სათხილამურო კურორტია საქართველოში, ზღვის დონიდან ორი ათას მეტრზე მეტ სიმაღლეზე.

გუდაურში ჰაერის საშუალო ტემპერატურა დღისით +15 გრადუსი იქნება, ხოლო ღამით — 6. მაქსიმალური ტემპერატურა თვის განმავლობაში +23 გრადუსს მიაღწევს, ხოლო მინიმალური ღამით — 2-ს.

ბაკურიანი ერთ-ერთი ყველაზე ძველი სამთო-სათხილამურო კურორტია საქართველოში, სადაც მზიანი დღეების რაოდენობა წელიწადში დაახლოებით 210 დღეა. მას მთელი წლის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო რეკრეაციული ზონის სტატუსი აქვს და ოჯახური დასვენებისთვის შესანიშნავი ადგილია.

ბაკურიანში საშუალო ტემპერატურა დღისით +22 გრადუსი იქნება, ხოლო ღამით — 12. მაქსიმალური ტემპერატურა თვის განმავლობაში +27 გრადუსს მიაღწევს, ხოლო მინიმალური — 5-ს.

სასტუმრო გუდაური კავკასიის მთებში - Sputnik საქართველო
გუდაურში საკონფერენციო ცენტრი აშენდება 360-გრადუსიანი ხედით

სამკურნალო კურორტები

ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტი ბორჯომი ყველაზე ცნობილი და პოპულარული კურორტია საქართველოში. ის მთებითაა გარშემორტყმული და ზღვის დონიდან 850 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

ბორჯომი შესანაშნავი ადგილია დასვენებისთვის — აქ ზომიერად ცხელა და თან მზიანი ადგილია. ჰაერის საშუალო ტემპერატურა დღისით +25 გრადუსი იქნება. ხოლო ღამით — 12. თვის განმავლობაში მაქსიმალური ტემპერატურა 29 გრადუსი, ხოლო მინიმალური — 7 გრადუსი დაფიქსირდება.

წყალტუბო ზღვის დონიდან 100 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. წყალტუბო ცნობილია VII-IX საუკუნეებიდან, ხოლო XII-XIII საუკუნეებიდან უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობდა, როგორც სამკურნალო ადგილი.

ამჟამად წყალტუბო მსოფლიო მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტია. ის ცნობილია თავისი თერმო-რადონული მინერალური წყლების პროცედურებით.

კურორტზე საშუალო ტემპერატურა დღისით +29 გრადუსი იქნება, ღამით — 23. თვის განმავლობაში მაქსიმალური ტემპერატურა 36-ს, ხოლო მინიმალური —17 გრადუსს მიაღწევს.

სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ!

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

 

ყველა ახალი ამბავი
0