ამინდის ზუსტი პროგნოზი 31 ივლისი -7 აგვისტოს პერიოდში

© Sputnik / Alexander Imedashviliმშვიდობის ხიდი
მშვიდობის ხიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებს მომავალ კვირას 37 გრადუსამდე სიცხე ელოდებათ.

საქართველოს დედაქალაქში 31 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით ცხელი ამინდი იქნება.

კვირის განმავლობაში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა  37 გრადუსს მიაღწევს, მინიმალური კი 22-ს. ქარის სიძლიერე წამში 10-15 მეტრს მიაღწევს.

თუ თქვენ ჩრდილოეთის ქვეყნებში ცხოვრობთ, ნამდვილ ზაფხულზე ოცნებობთ და ადვილად ეგუებით სიცხეს, მაშინ თქვენ თბილისს უნდა ეწვიოთ — ქალაქს, სადაც ერთმანეთთან ჰარმონიულადაა შერწყმული სიძველე და თანამედროვეობა.

თუ გსურთ ალიონზე თბილისის ხედებით დატკბობა, ამისთვის ქუჩაში დაახლოებით 05:53-05:59 საათზე უნდა გახვიდეთ. 

ბავშვები თბილისის შადრევნებში გრილდებიან - Sputnik საქართველო
თბილისში ამინდის ზუსტი პროგნოზი: კვირა, 30 ივლისი

საქართველოს დედაქალაქში პირველად სტუმრობისას, პირველ ყოვლისა, აუცილებლად უნდა დაათვალიეროთ ძველი თბილისი, სადაც თავმოყრილია მრავალი ღირსშესანიშნაობა, რომელიც ქალაქის მდიდარ ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობაზე მეტყველებს.

თბილისი მსოფლიოში ერთ-ერთი ტოლერანტული ქალაქია. ძველ თბილისში თქვენ შეხვდებით როგორც მუსლიმურ მეჩეთს და ებრაულ სინაგოგა, ისე სომხურ და ქართულ ეკლესიებს.

აქვეა განთავსებული არაერთი კაფე-ბარი, სადაც შესაძლებელია დასვენება და ეროვნული კერძების დაგემოვნება.

იმისთვის, რომ ულამაზესი დაისით დატკბეთ, ადგილობრივი დროით 20:13 საათზე კუს ტბას უნდა ეწვიოთ, რომელიც ზღვის დონიდან 700 მეტრზე მდებარეობს.

კუს ტბა თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებს შორის დასვენების ერთ-ერთ პოპულარულ ადგილად ითვლება. კუს ტბაზე ასვლა შეასძლებელია როგორც ავტომობილით, ისე საბაგიროთი. ამასთან, ტბისკენ ასასვლელ გზაზე შეგიძლიათ ესტუმროთ ეთნოგრაფიულ მუზეუმს.

ასე რომ, ეწვიეთ თბილისს და ისიამოვნეთ!

 

ყველა ახალი ამბავი
0