თბილისში ამინდის ზუსტი პროგნოზი: კვირა, 30 ივლისი

© Sputnik / Alexander Imedashviliბავშვები თბილისის შადრევნებში გრილდებიან
ბავშვები თბილისის შადრევნებში გრილდებიან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში საკმაოდ მაღალი იქნება. თერმომეტრი მინიმალურ ტემპერატურას დღისით + 35 გრადუსზე დააფიქსირებს, ხოლო ღამით +24 გრადუსზე.

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. სინოპტიკოსები უქმეებზე ცხელ ამინდებს პროგნოზირებენ.

კვირას, 30 ივლისს თბილისში დილიდან მოწმენდილი და უღრუბლო ცა იქნება. იარსებებს წვიმის მინიმალური ალბათობა. მზე დედაქალაქში ზუსტად 05:52 საათზე ამოვა.

ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში საკმაოდ მაღალი იქნება. თერმომეტრი მაქსიმალური ტემპერატურას დღისით + 35 გრადუსზე დააფიქსირებს, ხოლო მინიმალური ღამით +24 გრადუსზე.

დაუბერავს 10-15მ/წმ სიჩქარის ქარი, რომელიც ღამით დროდადრო წამში 25 მ-მდე გაძლიერდება, ხოლო დღისით 22მ/წმ-მდე.

მზე თბილისში 20:21 საათზე ჩავა.

გისურვებთ სასიამოვნო უქმეებს!

ყველა ახალი ამბავი
0