კვიპროსის მაგალითი: როგორ ჩაიარა ჟენევის დისკუსიამ

© photo: Sputnik / Yuri Somov / გადასვლა მედიაბანკშიკვიპროსი
კვიპროსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ჟენევის დისკუსიების მე-40 რაუნდი შეაფასეს, რომლებიც წარმოადგენს პოლიტიკური დიალოგის ერთადერთ ფორმატს ოფიციალურ თბილისსა და მოსკოვს, ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის.

ჟენევის დისკუსიები საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ, 2008 წლის ოქტომბრიდან იმართება. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობენ აშშ-ის, გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები.

ჟენევის დისკუსიების ბოლო რაუნდი 20-21 ივნისს გაიმართა. ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მხარეებმა უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის კუთხით აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.

რაუნდის დაწყებამდე არაფორმალური საინფორმაციო სესია "საზღვარზე ურთიერთქმედების მოწინავე მეთოდები და მექანიზმები" ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც კვიპროსზე გაეროს მისიის წარმომადგენელმა აღნიშნულ სფეროში არსებულ გამოცდილებაზე ისაუბრა. ამ კონტექსტში მოყვანილია კვიპროსის წარმატებული მაგალითი, რომელსაც, ფაქტობრივად, სამი მხარე აკონტროლებს: რესპუბლიკა კვიპროსი (კუნძულის ტერიტორიის 60%), თურქული მხარე (38%) და ბრიტანელი სამხედროები (2%).

ჟენევა - Sputnik საქართველო
აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა: ქართველი პოლიტოლოგების მოლოდინები

"მოწვეულმა ექსპერტმა მოლაპარაკებების მონაწილეებს გააცნო თუ როგორაა უზრუნველყოფილი თავისუფალი გადაადგილება და გაყოფილ საზოგადოებებს შორის კომუნიკაცია. გარდა ამისა, მან მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის, განათლების, ეკონომიკის, კულტურულ მემკვიდრეობისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე კუნძულის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებს შორის პრაგმატული თანამშრომლობის შესახებ", — ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეხვედრებზე საქართველოს წარმომადგენლებმა კვლავ რამდენიმე მწვავე საკითხი დააყენეს, მათ შორის: აფხაზეთთან ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებული გამშვები პუნქტების დიდი ნაწილის დახურვა, ცხინვალის რეგიონში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება და ადგილობრივი სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში გაერთიანების თაობაზე ე.წ. შეთანხმების ხელმოწერა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მოსკოვი არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც ხელმოწერილია 2008 წლის 12 აგვისტოს. მათ განაცხადეს, რომ კრემლი აძლიერებს სამხედრო ყოფნას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.

საქართველოს წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საკუთარ სახლებში დაბრუნების საკითხის განხილვის აუცილებლობის თაობაზე.

ქეთევან ციხელაშვილი - Sputnik საქართველო
თბილისი მხარს უჭერს ჟენევის დისკუსიაზე რიგი საკითხების დეპოლიტიზაციას

ქართულმა მხარემ გამოხატა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ შეწყვიტა სამართლებრივი დევნა რაშიდ კანჯი-ოღლის მიმართ, რომელსაც ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის დაუსწრებლად 14 წლით პატიმრობა შეუფარდა.

2016 წლის 19 მაისს ოთხოზორია ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრეს სოფელ ხურჩაში, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს. ორი დღის შემდეგ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბრალდებული დაასახელა — აფხაზეთის დე–ფაქტო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელი რაშიდ კანჯი-ოღლი. მისი გადმოცემის საკითხი საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დააყენა.

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ აფხაზურმა, რუსულმა და სამხრეთოსურმა დელეგაციებმა საქართველო-ნატოს ურთიერთქმედების გაღრმავების გამო სერიოზული შეშფოთება გამოხატეს.

გარდა ამისა, დელეგაციების უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ საქართველომ გაეროს გენერალური ასამბლეაზე განსახილველად დევნილთა შესახებ რეზოლუციის პროექტი გაიტანა და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში პოლიტიზირებული დოკუმენტების მიღების ინიცირება მოახდინა.

იური ლუჟკოვი - Sputnik საქართველო
ლუჟკოვი საქართველოს "შავ სიაში" მოხვდება

"ამავე დროს მსგავსი ცალმხრივი ნაბიჯები ჟენევის დისკუსიების ფარგლებში დევნილთა თემის განხილვას აზრს უკარგავს და მოლაპარაკებათა მთელს პროცესს სერიოზულ ზიანს აყენებს", — ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გაეროს, ევროკავშირის, ეუთოს, აფხაზური, რუსული და სამხრეთოსური დელეგაციების წარმომადგენლებმა უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება შეაფასეს როგორც მშვიდი და სტაბილური.

აღინიშნა, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი (IPRM) და აგრეთვე ქართულ-აფხაზურ და ქართულ-სამხრეთოსურ "საზღვრებზე" არსებული "ცხელი ხაზი" უსაფრთხოების განმტკიცებას უწყობს ხელს.

ჟენევის დისკუსიების მომდევნო რაუნდი 10-11 დეკემბერს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0