აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა: ქართველი პოლიტოლოგების მოლოდინები

© AFP 2024 / FABRICE COFFRINI ჟენევა
ჟენევა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის მორიგი შეხვედრა თებერვლის დასაწყისში პრაღაში შედგება.

მხარეები ორი ქვეყნის ეკონომიკურ, სავაჭრო და ჰუმანიტარულ ურთიერთობებს განიხილავენ.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამ შეხვედრისგან არაფერ განსაკუთრებულს არ ელოდება, რადგან მიაჩია, რომ ამ ეტაპზე ორ ქვეყანას შორის არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. 

„რა თქმა უნდა, საჭიროა ასეთი შეხვედრები. მართალია, ჩვენ ვიცით, რომ სისტემური პრობლემები იქ ვერ გადაწყდება, მაგრამ აუცილებელია ორ ქვეყანას შორის რაღაც ტიპის კომუნიკაცია არსებობდეს, თუნდაც მიმდინარე საკითხებზე და, აქედან გამომდინარე, ეს ფორმატი ამის კარგი შესაძლებლობაა“, — განაცხადა გია ხუხაშვილმა.

განსხვავებული მოსაზრება აქვს პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს. მისი აზრით, ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველო ძალიან სერიოზულ დათმობაზე წავიდა რუსეთთან, როცა „გაზპრომის“ წინადადებას დათანხმდა სომხეთში ტრანსპორტირებული გაზის ტრანზიტის საფასურის ფულადი სახით მიღებაზე და თუ რუსეთი რამე საპასუხო ნაბიჯს გადმოდგამს, ეს აუცილებლად აბაშიძე–კარასინის ფორმატში უნდა მოხდეს.

„ჩემი აზრით, აქ შეიძლება  გარღვევაც კი მოხდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის რუსეთის ვიზების გაუქმების კუთხით, რადგან დღეს ქართულ მხარეს აქვს ყველა საბაბი იმისთვის, რომ რაღაც საპასუხო ნაბიჯს ელოდოს, ვინაიდან ფული გაზის სანაცვლოდ საქართველოსთვის ძალიან წამგებიანი გარიგება იყო“, — აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
აბაშიძემ ახსნა, რატომ არის შეუძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა

პოლიტოლოგის ასეთი მოლოდინი იმით არის განპირობებული, რომ დღეს რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმების ყველა პირობა არსებობს და ეს ამ ქვეყნის  პრეზიდენტმაც და პრემიერმაც არაერთხელ განაცხადეს. თანაც ამით არც რუსეთის ეროვნულ ინტერესებს ემუქრება რამე.

თუ რუსეთის მხრიდან საპასუხო ნაბიჯი არ გადაიდგა და პრაღიდან დაბრუნებულ  ზურაბ აბაშიძეს არაფერი ექნება სათქმელი, ამით ფორმატს სერიოზული დარტყმა მიადგება და ეს თავისთავად ცუდია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დარეგულირებისთვისაც.

ამჟამად რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ ვიზების გარეშე ეწვიონ საქართველოს, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს კი რუსეთის ტერიტორიაზე შესასვლელად ვიზები ესაჭიროებათ.

2008 წელს დიპლომატიური ურთიეთობების გაწყვეტის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძისა და კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში წარმოებს.

ყველა ახალი ამბავი
0