აბაშიძემ ახსნა, რატომ არის შეუძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზურაბ აბაშიძემ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მთავარი პირობები დაასახელა, რომელთა შესრულების წინაპირობები არ არსებობს.

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის წინაპირობები არ არსებობს გარკვეული მიზეზების გამო, თქვა საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ საზოგადოებრივი არხის პირდაპირ ეთერში.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
აბაშიძე: რუსული კომპანიები საქართველოში თავს კომფორტულად გრძნობენ

„დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი (რუსეთის ფედერაციასთან) არანაირად არ შეიძლება დადგეს დღის წესრიგში. ამისთვის, მრავალი მიზეზის გამო, არანაირი წინაპირობა არ არსებობს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მხედველობაში გვაქვს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემატიკა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხები“, — თქვა აბაშიძემ.

ამჟამად საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძისა და კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში წარმოებს.

ყველა ახალი ამბავი
0