აბაშიძე: რუსული კომპანიები საქართველოში თავს კომფორტულად გრძნობენ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
აბაშიძემ აღნიშნა, რომ კომპანიები რუსული კაპიტალით საქართველოში მრავალი წელია დაბრკოლების გარეშე მუშაობენ.

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში ამჟამად ათასზე მეტი კომპანიაა დარეგისტრირებული რუსული ან ერთობლივი კაპიტალით, განაცხადა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

„საქართველოში ათასზე მეტი კომპანიაა დარეგისტრირებული ან მთლიანად რუსული კაპიტალით, ან შერეული ქართულ-რუსული კაპიტალით, ან ქართულ-რუსული და მესამე ქვეყნის კაპიტალით. ასეთი ათასზე მეტია. ასე რომ, ამაში ახალი არაფერია. ეს კომპანიები აქ არიან ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისიდან და ყველაზე რთულ პერიოდშიც ისინი საკმაოდ კომფორტულად გრძნობდნენ თავს — ომის პერიოდში, ომამდე და ომის შემდეგაც“, — განაცხადა აბაშიძემ.

მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი რუსი ბიზნესმენების ვიზიტს აფასებს

მან აღნიშნა, რომ რუსული საქონელი საქართველოში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შემოდიოდა 2008 წლის კონფლიქტის დროსაც.

„არანაირი შეზღუდვა არ ყოფილა. ჩვენი მხარე ამ თვალსაზრისით ცივილიზებულად იქცეოდა. მათ 2006 წელს ჩვენთვის ბაზარი დახურეს. ეს უსამართლობა გამოვასწორეთ და 3,5 წელიწადში დაახლოებით 850 მილიონი აშშ დოლარის პროდუქცია გავიტანეთ, რაც საკმაოდ დიდი რიცხვია და ბევრმა ნახა სარგებელი“, — თქვა აბაშიძემ.

2016 წლის დასაწყისიდან რუსეთი საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის მეოთხე ადგილზეა და პირველობას უთმობს კანადას, თურქეთსა და ირლანდიას.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან მიმდინარე წლის იანვარ–სექტემბრის პერიოდში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 15,4%-ით გაიზარდა და 612,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამ დროისთვის ბრუნვა რუსეთთან საქართველოს საგარეო ბრუნვის 6,7%-ს შეადგენს.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

ამჟამად ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძისა და კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში წარმოებს.

ყველა ახალი ამბავი
0