ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები ახალ იმპულსებს მოითხოვს

© AFP 2024 / GIUSEPPE CACACE ბაქო
ბაქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის გაფართოებისათვის საჭიროა ურთიერთქმედების ახალი მექანიზმების შემუშავება, მიიჩნევენ ექსპერტები.

ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებს ახალი დინამიკა უნდა მიენიჭოს, განუცხადა „Sputnik-აზერბაიჯანს" პოლიტოლოგმა ილგარ ველიზადემ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია კვირის დასაწყისში ბაქოს ეწვია და აზერბაიჯანის პირველ პირებთან მოლაპარაკებები გამართა.

ხიკმეტ გაჯიევი - Sputnik საქართველო
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველოსთან გვაჩხუბონ უნდათ

საქართველოს მხრიდან აზერბაიჯანი ურთიერთობების გაცივებას გრძნობს

ველიზადეს თქმით, აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები პრიორიტეტულია როგორც აზერბაიჯანისთვის, ისე, სავარაუდოდ, საქართველოსთვისაც.

„ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს სტრატეგიული პროექტები, რეგიონის მომავლის საერთო ხედვა. ეს გამაერთიანებელი საწყისები მიმდინარე თანამშრომლობის პროცესზე დიდ გავლენას ახდენს", — განაცხადა მან.

მაგრამ ბოლო წლებში, ორმხრივი ურთიერთობების მაღალი დონის მიუხედავად, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს თანამშრომლობა უფრო მეტად ინერციით ვითარდება, იმ დინამიკის მიხედვით, რომელიც გასულ ათწლეულებში ჩამოყალიბდა, აღნიშნა პოლიტოლოგმა.

მისი თქმით, დღეს ამ თანამშრომლობას აკლია ახალი იმპულსები, რომლებიც შემდგომ განვითარებას განაპირობებდა.

ველიზადეს აზრით, ვითარება იმით აიხსნება, რომ ბოლო წლებში ქართულმა მხარემ აზერბაიჯანთან თანამშრომლობის გადაფასება და რეგიონში სხვა პარტნიორების მოძებნა სცადა, ისეთი პარტნიორების, რომლებიც აზერბაიჯანის ნიშის დაკავებას თუ არა, ყოველ შემთხვევაში, მასთან ამ ნიშის გაყოფას შეძლებდნენ.

ვიდეოხიდი ბაქო-თბილისი - Sputnik საქართველო
ისტორიკოსი: ქართველები და აზერბაიჯანელები სირთულეებს ერთად უმკლავდებოდნენ

„საქართველოს დამატებითი პარტნიორები დასჭირდა. და ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს აზერბაიჯანის ინტერესების ხარჯზე კეთდება", — განაცხადა მან.

ამასთან დაკავშირებით, აღნიშნა ექსპერტმა, აზერბაიჯანმა ამ ურთიერთობების მიმართ საქართველოს მხრიდან გარკვეული გულგრილობა იგრძნო. იმისათვის, რომ სიტუაცია ძველ კალაპოტს დაუბრუნდეს, საჭიროა ურთიერთქმედების ახალი მექანიზმების და ახალი დინამიკის შემუშავება.

დღეს ეს დინამიკა არ შეინიშნება. ის, რასაც ამ ურთიერთობებში ახლა ვხედავთ, ეს უფრო მეტად წარსული პერიოდის ინერციაა, დაასკვნა პოლიტოლოგმა.

ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების დონე კარგია, მაგრამ არასაკმარისი

დღეს აზერბაიჯანულ-ქართულ ურთიერთობებს აკლია დინამიზმი, კომპლექსური მიდგომა, აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთდამოკიდებულების კონცეპტუალური შემუშავება და საერთო კონცეფცია, განუცხადა „Sputnik-აზერბაიჯანს" ქართველმა პოლიტოლოგმა გელა ვასაძემ.

„ასევე აკლია სისტემური მიდგომა, რაც კავკასიური მენტალობისთვის საერთოდ დამახასიათებელია", — ხაზგასმით აღნიშნა მან. 

საპატრულო პოლიციის ავტომობილი - Sputnik საქართველო
თბილისიდან ბაქოში: აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების ისტორია

მისი თქმით, იმისათვის, რომ ეს ყველაფერი არსებობდეს, ორივე ქვეყნის მაღალ პოლიტიკურ დონეზე საჭიროა გადაწყვეტილებების მიღება ქვეყნებს შორის ურთიერთობების კონცეფციის შემუშავების, შესაბამისი სტრუქტურების შემუშავებისა და მათი განვითარების კუთხით.

„დიახ, ურთიერთობების კარგი დონე გვაქვს, მაგრამ ის არასაკმარისია", — განაცხადა ვასაძემ.

ამიტომ, აღნიშნა ექსპერტმა, არსებული სტრუქტურების განვითარების გარდა, ახლების შექმნაც არის საჭირო. ისინი შეიძლება შეიქმნას როგორც ხელისუფლების შიგნით, ისე არასამთავრობო სექტორის და საზოგადოების მონაწილეობით. ეს აუცილებელია, დასძინა მან.

აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობების განვითარებისთვის ახალი ინოვაციური მიდგომებია საჭირო, აღნიშნა საუბრის დასასრულს ქართველმა პოლიტოლოგმა.

ყველა ახალი ამბავი
0