ისტორიკოსი: ქართველები და აზერბაიჯანელები სირთულეებს ერთად უმკლავდებოდნენ

© Sputnik / Levan Avlabreliვიდეოხიდი ბაქო-თბილისი
ვიდეოხიდი ბაქო-თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს და აზერბაიჯანის სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთს ყოველთვის ემთხვეოდა, განაცხადა ექსპერტებმა ვიდეოხიდზე თბილისი - ბაქო.

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. საქართველო და აზერბაიჯანი ერთად განიცდიდნენ დამარცხებების სიმწარეს და გამარჯვებების სიხარულს, განაცხადა შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორმა მამუკა გოგიტიძემ ვიდეოხიდზე თბილისი — ბაქო.

თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გამართული ღონისძიება მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღეს 28 მაისს.

„ჩვენი შეხვედრა მინდა დავიწყო დიდი რასულზადეს სიტყვებით, რომელიც აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის თავმჯდომარე იყო. ეს სიტყვები აზერბაიჯანის ეროვნული მოძრაობის ლაიტმოტივი გახდა: „ერთხელ აღმართული დროშა არასდროს არ დაეცემა". ეს ჩვენი ბედია — საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ძმები ვიყავით და გვერდიგვერდ ვცხოვრობდით. ამიტომაც დამარცხებების სიმწარეს და გამარჯვებების სიხარულს ერთად განვიცდიდით", — განაცხადა გოგიტიძემ.

მისი თქმით, ასი წლის წინანდელი ამბები — აზერბაიჯანისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის საინტერესო ფურცელია.

„რაც არ უნდა სირთულეები გვქონოდა, ყველაფერს ერთად ვძლევდით. ყველაფერი მარტივი არ ყოფილა, როგორც ეს ზოგიერთ სხვა სახელმწიფოს შემთხვევაში იყო. ოქროს ლამბაქით არც თქვენთვის, არც ჩვენთვის არაფერი არავის მოურთმევია. ამიტომაც ყველაფერი ერთად გადავიტანეთ", — ხაზგასმით აღნიშნა გოგიტიძემ.

© Sputnik / Levan Avlabreliისტორიის დოქტორი, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი მამუკა გოგიტიძე
Доктор истории, профессор Национального университета им. Шота Руставели Мамука Гогитидзе - Sputnik საქართველო
ისტორიის დოქტორი, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი მამუკა გოგიტიძე

აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის განყოფილების გამგის ნამიკ მამეზადეს თქმით, წარსულის მოვლენების ისტორიული ხედვა ამტკიცებს და ადასტურებს, რომ საქართველოს და აზერბაიჯანის სტრატეგიული ინტერესები ყოველთვის ერთმანეთს ემთხვეოდა.

„უახლეს ეპოქაში ჩვენს ქვეყნებს შორის სიღრმისეული დაპირისპირება არ ყოფილა… საქართველო და აზერბაიჯანი ყოველთვის იკავებენ მკაფიო სტრატეგიულ ხაზს ეროვნული ინტერესების დაცვის, ტერიტორიული მთლიანობის და სახელმწიფო სუვერენიტეტის კუთხით. და ეს ყველაზე მთავარი დასკვნაა, რომელიც XX საუკუნის ძალიან მდიდარი ისტორიიდან შეიძლება გამოვიტანოთ", — განაცხადა მამეზადემ.

თავის მხრივ, გოგიტიძემ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღდგენის საქმეში ქართველების შეტანილი წვლილი აღნიშნა. ისტორიკოსის თქმით, მაშინდელ აზერბაიჯანის არმიაში 50 ქართველი ოფიცერი და გენერალი მსახურობდა.

„იმ დროს აზერბაიჯანის არმიაში ექვსი გენერალი მსახურობდა, აზერბაიჯანის მთავრობის დადგენილების საფუძველზე, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის წინაშე დიდი დამსახურებისათვის ერთ-ერთმა მათგანმა გენერალ-მაიორის წოდება მიიღო. ეს იმ პერიოდის ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ქართველმა აზერბაიჯანული მთავრობისგან წოდება მიიღო. ჩვენ ამას ვაფასებთ, ჩვენ ეს გვახსოვს", — აღნიშნა მან.

გოგიტიძის თქმით, 2019 წელს სრულდება 100 წელი მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმად ერთ-ერთ ხელმომწერ მხარეზე თავდასხმის შემთხვევაში, მეორე მხარე მისი დახმარების ვალდებულებას იღებდა. ვიდეოხიდზე გოგიტიძემ აზერბაიჯანელ კოლეგებს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით შესთავაზა ქართველი გმირების სახელების უკვდავსაყოფად მათი სახელი ქუჩას ან სკვერს მიენიჭოს.

© Sputnik / Levan Avlabreliვიდეოხიდი ბაქო-თბილისი
Видеомост Баку-Тбилиси - Sputnik საქართველო
ვიდეოხიდი ბაქო-თბილისი

„კარგი იქნებოდა, რომ უკვდავყოფილი იყოს იმ ადამიანების ხსოვნა, რომლებმაც თითქმის 100 წლის წინ ჩვენს კეთილმეზობლურ ურთიერთობებში თავისი წვლილი შეიტანეს… რომლებიც თქვენს სახელმწიფო დამოუკიდებლობას პატიოსნად იცავდნენ", — განაცხადა გოგიტიძემ.

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 26 წელიწადს აღნიშნავს. 1918 წლის ამ დღეს ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით საქართველოს დემოკრატიულმა მთავრობამ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა საქართველოს რესპუბლიკამ სამი წელი იარსება — 1921 წლის თებერვლამდე. ქვეყნის დამოუკიდებლობა 1991 წელს აღდგა.

აზერბაიჯანში სახელმწიფო დღესასწაული — რესპუბლიკის დღე 28 მაისს აღინიშნება. აღსანიშნავია, რომ ორივე ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადება მე-20 საუკუნის დასაწყისში ტფილისში, კავკასიის მეფისნაცვლის სასახლეში მოხდა, და სწორედ თბილისში რამდენიმე კვირის განმავლობაში ფუნქციონირებდა ახალი აზერბაიჯანული მთავრობა. საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0