რევოლუცია 3D ტექნოლოგიებში - ქართველი ინჟინრის გამოგონება

გამოწერა
„Sputnik-საქართველო" გესაუბრებათ ახალ მოწყობილობაზე, რომელიც 3D ტექნოლოგიებში რევოლუციის პრეტენდენტია.

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. ქართველმა ინჟინერ-გამომგონებელმა ზაზა ლომიძემ საკუთარი მეთოდოლოგიით შექმნა მოწყობილობა, ე. წ. სტერეოსკოპიული 3D აგრეგატი (Rig), რომელიც შესაძლებლობას იძლევა გამოსახულების სიღრმე, სივრცე და მოცულობა უფრო კარგად დაინახოს, ვიდრე მსოფლიოში არსებულმა სხვა 3D მოწყობილობებმა.

RehabGlove - Sputnik საქართველო
ვირტუალური სამყარო როგორც განკურნების საშუალება - ქართველი სტუდენტების გამოგონება

გამომგონებლის განცხადებით, ახალი მოწყობილობის საშუალებით გამოსახულების უკეთ დანახვა შესაძლებელია როგორც ტელევიზორში, ისე დიდ ეკრანზე.

 „საქართველოში შექმნილია ახალი ინოვაციური მეთოდოლოგია, რომელსაც GS-3D ვუწოდეთ. ამ მეთოდოლოგიის საფუძველზე შევქმენით მოწყობილობა, რომლის მეშვეობით შევძლებთ 3D სტერეოსკოპიული გამოსახულებების გადაღებას, მათ გამოყენებას როგორც პირდაპირ ეთერში, ისე გადაღებების დროს. გამოსახულება 3D ფორმატში, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, ბევრად უკეთესია, ვიდრე ის, რომელსაც მთელი მსოფლიო გვთავაზობდა და ახლაც გვთავაზობს, მათ შორის Soni, Panasonic, ჯეიმს კამერონი და ერთად აღებული კომპანიები და რეჟისორები", — განაცხადა ლომიძემ და დასძინა, რომ მოწყობილობის უნიკალურობას მიღებული ვიდეომასალების ადასტურებს.

თუ ავიღებთ ორ ერთნაირ ტელევიზორს და ვაჩვენებთ GS-3D და სხვა მოწყობილობებით გადაღებულ მასალებს, განსხვავებას მაშინვე დავინახავთ. ქართველმა ინჟინერმა შეიმუშავა და გამოიყენა ისეთი მეთოდოლოგია, რომელიც არა მარტო აუმჯობესებს გამოსახულების ხარისხს, არამედ ადამიანებს ჩვენებისას არასასიამოვნო შეგრძნებებსაც არიდებს, მაგალითად, თავის ტკივილსა და დისკომფორტს თვალებში.

დავით რიჟინაშვილი - Sputnik საქართველო
"გონიერი საათი" ასაკოვანი ადამიანებისთვის - 15 წლის ქართველი მოზარდის გამოგონება

მოწყობილობას ანალოგი არ აქვს. მეცნიერი ამტკიცებს, რომ ვერ იპოვა ისეთი მოწყობილობა, რომელიც ზუსტად ისეთივე გამოსახულებას გადმოსცემდა, როგორსაც GS-3D.

 „ანუ, მსოფლიოში ტექნიკები ასეთი მონაცემებითა და თვისებებით არ არსებობს. ჩვენ უკვე შეგვიძლია კონკურენცია გავუწიოთ უცხოელ მწარმოებლებს", — აღნიშნა ლომიძემ.

საფრანგეთი სტერეოსკოპიის აკვნად მიიჩნევა, ე. ი. არის გადაღებების დამუშავების სახეობები, რომლებშიც დამატებითი ტექნოლოგიების დახმარებით იქმნება 3D ეფექტი. ფრანგები ქართველი ინჟინრის გამოგონებით მაშინვე დაინტერესდნენ და ახალი აგრეგატის მუშაობის გასაცნობად ჩამოვიდნენ. ქართველის გამოგონება ცნობილ ფრანგულ ჟურნალში Stereo-club მოხვდა. ჟურნალი 1903 წლიდან გამოდის.

 „როდესაც ფრანგები ჩამოვიდნენ, მათ არ სჯეროდათ, რომ ასეთი გამოსახულების მიღება სტერეოსკოპიული გადაღების დახმარებით არის შესაძლებელი. ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს კომპიუტერული პროგრამების მეშვეობით შეიქმნა. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გავამჟღავნეთ, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი და საიდუმლოდ შევინახეთ. ისინი აღფრთოვანებული იყვნენ", — აღნიშნა ლომიძემ.

სენაკელი მოსწავლეები ნასაში - Sputnik საქართველო
ნინო ჯანჯღავა: ნასამ თავად შესთავაზა ბავშვებს სასწავლო პროგრამა

ქართველი ინჟინერი დარწმუნებულია, რომ ახალი მოწყობილობა ქვეყანას ფინანსურ დივიდენდებს მოუტანს. მისი თქმით, მსოფლიოში 65 მილიონ ტელევიზორში იტვირთება სპეციალური პროგრამა, რომელსაც მომხმარებელი ყიდულობს და უყურებს 3D ფორმატში. ასეთი ტელევიზორები მსოფლიოს 180 ქვეყანაში იყიდება. ეს პროგრამა 2014 წლიდან დღემდე მუშაობს და გადმოსცემს არა ისეთ ხარისხიან და სრულყოფილ გამოსახულებას, როგორსაც GS-3D. საქართველოს შეუძლია შესთავაზოს თავისი პროდუქტი და მსოფლიო მწარმოებლებისთვის სერიოზული კონკურენტი გახდეს, მიიჩნევს მეცნიერი.

 „ეს ერთგვარი რევოლუციაა 3D ტექნოლოგიებში მთელი მსოფლიო მასშტაბით. საქართველოში გადაღებული ფილმები შეძლებენ მონაწილეობის მიღებას ცნობილ 3D კინოფესტივალებში", — განაცხადა ლომიძემ და დასძინა, რომ მოწყობილობა უნივერსალურია, რადგან მას შეიძლება ნებისმიერი შვიდ კილოგრამამდე კამერა მოარგო და გამოიყენო როგორც სატელევიზიო სფეროში, ისე ფილმების გადაღებისას.

ლომიძე დარწმუნებულია, რომ ახალი მოწყობილობის დახმარებით შესაძლებელი გახდება ტელევიზიის განვითარება როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში, რამდენადაც ამჟამად არსებული 3D ტექნოლოგია გამოირჩევა სიძვირით და არასრული სტერეოსკოპიული გამოსახულებით.

ყველა ახალი ამბავი
0