ვირტუალური სამყარო როგორც განკურნების საშუალება - ქართველი სტუდენტების გამოგონება

გამოწერა
ქართულმა სტარტაპმა RehabGlove, რომელიც თებერვალში მსოფლიო მობილურ კონგრესზე (Mobile World Congress) ბარსელონაში მოხვდა, ორგანიზატორების, მეცნიერების და სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა ყურადღება მიიპყრო.

RehabGlove — ეს არის ელექტრონული ხელთათმანი, რომელიც ადამიანს სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით ტრავმებისა ან ინსულტის შემდეგ მამოძრავებელი ფუნქციების აღდგენაში დაეხმარება. ამ უნიკალური პროექტის ავტორია ორი ძმა — 18 წლის გიორგი და 20 წლის დიმიტრი ცხოვრებაძე. 

ძმებმა ვ. კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა დაამთავრეს, შემდეგ რამდენიმე წელი საინფორმაციო-ტექნოლოგიურ ცენტრ "მზიურში" სწავლობდნენ, სადაც პროგრამირების უნარებს დაეუფლნენ. ამჟამად დიმიტრი აშშ-ში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სწავლობს, გიორგი კი თბილისში თავისუფალ უნივერსიტეტში.

Sputnik საქართველოს" ექსკლუზიურ ინტერვიუში გიორგიმ მოგვითხრობს, როგორ მოუვიდათ სამკურნალო ხელთათმანის შექმნის იდეა და რა გეგმები აქვთ ძმებს მომავლისთვის.

- ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციისთვის რატომ გადაწყვიტეთ მაინცდამაინც ხელთათმანის შექმნა, საიდან მოგივიდათ იდეა?

— ჩემი ძმა დიმიტრი ასეთი ხელთათმანების შექმნაზე მუშაობს, უბრალოდ, მათ სხვა დანიშნულება და სხვა ფუნქციები აქვს: ეს ვირტუალური რეალობის ხელთათმანებია, რომლებიც ადამიანებს ვირტუალური ობიექტების ტემპერატურისა და ფორმის შეგრძნების საშუალებას აძლევს. მათი დახმარებით ინსულტის შემდეგ ადამიანის ხელის მამოძრავებელი ფუნქციების აღდგენის საშუალების შექმნა გადავწყვიტე. მაგრამ შემდეგ ახალი ხელთათმანის შექმნა გადავწყვიტეთ, რადგან იმ ხელთათმანს, რომლებზეც ჩემი ძმა მუშაობს, ისეთი საშუალებები არ აქვს, რომლებიც რეაბილიტაციისთვის არის აუცილებელი. 

- რას ნიშნავს ვირტუალური რეალობის ხელთათმანი?

— აი, მაგალითად, ამ ხელთათმანის დახმარებით სამედიცინო ოპერაციების დისტანციურად ჩატარება შეიძლება.

- ასეთი რამ შესაძლებელია?

— დიახ, რა თქმა უნდა. დავუშვათ, ექიმი გერმანიაში გაიკეთებს ამ ხელთათმანებს, შემდეგ სპეციალურ სათვალეს, რომელიც მას ვირტუალურ რეალობაში გადაიყვანს, და ოპერაციის ჩატარებას დაიწყებს. ამ დროს რობოტი, რომელიც, მაგალითად, საქართველოში იმყოფება, გაიმეორებს ყველა იმ მოძრაობას, რომელსაც აკეთებს ექიმი გერმანიაში. თანაც, არსებობს რამდენიმე სახის რობოტი, რომელიც ადამიანის მოძრაობებს იმეორებს და აკეთებს ოპერაციებს, ასე ვთქვათ, ექიმის კარნახით. 

დავით რიჟინაშვილი - Sputnik საქართველო
"გონიერი საათი" ასაკოვანი ადამიანებისთვის - 15 წლის ქართველი მოზარდის გამოგონება

- რად გვინდა ასეთი ხელთათმანი, არ შეიძლება, რომ ექიმი ჩამოვიდეს ან პაციენტი მასთან გაემგზავროს?

— შეიძლება, მაგრამ ყოველთვის ეს არ გამოდის. ბევრ შემთხვევაში ეს მეთოდი ადამიანის გადასარჩენად შეიძლება ერთადერთი აღმოჩნდეს. გარდა ამისა, რობოტი ადამიანზე უფრო ზუსტად მა მკაფიოდ ჩაატარებს ოპერაციას.

- არ არის საშიში ადამიანის სიცოცხლე რობოტს ვანდოთ? მწყობრიდან რომ გამოვიდეს?

— ექიმსაც შეიძლება რამე მოუვიდეს. მაგრამ თუ პროგრამა გამართული და კარგად გადამოწმებული იქნება, ასეთი ალბათობა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. 

Life Saver - ნაღმსაწინააღმდეგო გამოგონება - Sputnik საქართველო
ქართველი მოსწავლეების გამოგონება განაღმვის სამსახურზე წარმოდგენას შეცვლის

- ეს რაც შეეხება ხელთათმანებს, რომელზეც თქვენი ძმა მუშაობს. როგორ მუშაობს ხელთათმანი ინსულტის შემდეგ ხელის კიდურის ფუნქციის აღდგენისთვის?

— ინსულტის შემდეგ ადამიანებს კიდურების პრობლემები აქვთ. ჩვენ გადავწყვიტეთ ხელთათმანი RehabGlove ინსულტის შემდგომი მოვლენების სამკურნალოდ გამოვიყენოთ, ამ შემთხვევაში, ხელის დამბლის სამკურნალოდ. ამ ხელთათმანის დახმარებით რეაბილიტაცია რამდენიმე ეტაპად დავყავით და თერაპიის უკვე არსებული მეთოდები გამოვიყენეთ. ამით რეაბილიტაციის პროცესი უკეთესი ხდება, ხარჯებიც მინიმუმამდე მცირდება. ცნობილია, რომ ინსულტის შემდგომი აღდგენა ძალიან ძვირი ღირს. პირველ ეტაპზე, როდესაც ადამიანი საერთოდ ვერ ამოძრავებს ხელს, ის ორივე ხელზე იკეთებს ხელთათმანებს: ჯანმრთელი ხელით გარკვეულ მოძრაობებს აკეთებს, დაზიანებული ხელი კი ამ მოძრაობებს იმეორებს. ეს "სარკული თერაპიის მეთოდია".

ჩვენ ილუზიის პრინციპიც გამოვიყენეთ. ხელთათმანებთან ერთად პაციენტი სპეციალურ სათვალეს იკეთებს, რომელიც მას ვირტუალურ რეალობაში გადაჰყავს. მას ჰგონია, რომ ის ჯანმრთელ ხელს ამოძრავებს, ის ასე ხედავს სათვალით, სინამდვილეში კი დაზიანებულ ხელს ამოძრავებს. ეს გარკვეულწილად ტვინის მოტყუებაა. მამოძრავებელი ფუნქციების გაუმჯობესებასთან ერთად, ხელთათმანს პაციენტი ახალ დონეზე გადაჰყავს და ეს გრძელდება იქამდე, სანამ აღდგენის პროცესი სასურველ შედეგს არ მოიტანს. 

კარლო ხუციშვილი - Sputnik საქართველო
ქართველი ახალგაზრდა შშმ პირებისთვის შექმნილი მობილური დანართისთვის დაჯილდოვდა

- რას ფიქრობენ ექიმები, მეცნიერები?

— დედაჩემი ექიმია, მაგრამ ჩვენ სხვადასხვა კლინიკების წარმომადგენლებს ვხვდებით. ახლა ხელთათმანის გასაკეთებლად და რეალურ პაციენტებზე მათი ტესტირების დასაწყებად 100000 აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას ვგეგმავთ. ინფორმაციის შეგროვება და კვლევის ჩატარება გვინდა. ამის შემდეგ საერთაშორისო ბაზარზე გასვლას შევძლებთ.

- სხვა იდეები გაქვთ?

— მომავალში ისეთი მოწყობილობის გაკეთება გვინდა, რომელიც ადამიანს მთელი სხეულის აღდგენაში დაეხმარება. ზოგიერთ ადამიანი ინსულტის შემდეგ ფეხების დამბლა უვითარდება. ამაზეც უნდა ვიმუშაოთ. 

- როგორ შეაფასეს თქვენი პროექტი უცხოელმა ექსპერტებმა? 

სტარტაპ საქართველოს გამარჯვებულები - Sputnik საქართველო
ქართული სტარტაპები „სილიკონ ველიზე" გაემგზავრებიან

— თებერვალში ბარსელონაში მსოფლიო მობილურ კონგრესზე საუკეთესო სტარტაპების ათეულში მოვხვდით. იქ პრეზენტაცია ჩავატარეთ და დიდი ინტერესიც დავიმსახურეთ. მარტის ბოლოს გერმანიაში ვიყავით, სტარტაპების კონკურსის ფინალში მოვხვდით, იქიდან პოლონეთში სტარტაპ-სამიტზე გავემგზავრეთ, სადაც სხვადასხვა ინვესტორებს შევხვდით და ახლა მათთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ.

- ტექნოლოგიური განათლება კაცობრიობის მომავალია? რა ეტაპზეა ახლა საქართველო?

— ახლა საქართველოში ტექნოლოგიური და ინოვაციური პროექტების განვითარების ეპოქა დაიწყო, ამ მიმართულებას დიდი ყურადღება ეთმობა. მიმაჩნია, რომ პროგრამირებაში ბევრი ადამიანი უნდა ერკვეოდეს, უახლოეს მომავალში ყველაფერს კომპიუტერები და რობოტები შეცვლიან.

- ეს სახიფათო არ არის? ადამიანს რა ფუნქცია დარჩება? 

მანჰეტენის კოლეჯი - Sputnik საქართველო
ქართველმა მოსწავლემ ამერიკაში სწავლისთვის 160 ათასი დოლარის გრანტი მიიღო

— ისინი ყველაფერს გამოთვლიან, სხვადასხვა პროგრამულ საქმეებს შეასრულებენ. რთული სათქმელია, რას გააკეთებს ადამიანი…

- რობოტების მართვა? 

— მე ასე არ ვიტყოდი. ახლა ხელოვნური ინტელექტი ისეთ დონეზე ვითარდება, რომ, სავარაუდოდ, რობოტების მართვა თავად რობოტების ფუნქცია იქნება.

- ეს უკვე ფანტასტიკის სფეროდან არის?

— არა, სრულფასოვანი ხელოვნური ინტელექტის შექმნა — ამოუხსნელი ამოცანაა, მაგრამ ის, რომ რობოტები ადამიანს ბევრ სფეროში შეცვლიან — ეს დანამდვილებით ვიცი.

ყველა ახალი ამბავი
0