"გონიერი საათი" ასაკოვანი ადამიანებისთვის - 15 წლის ქართველი მოზარდის გამოგონება

გამოწერა
მოწყობილობა, რომელიც ასაკოვანმა ადამიანებმა მაჯაზე უნდა ატარონ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში ოჯახის წევრებს შესაბამის ინფორმაციას გადასცემს.

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. Emergency smart watch — მოწყობილობა, რომელიც 15 წლის ქართველმა დავით რიჟინაშვილმა გამოიგონა, ასაკოვან ადამიანებს შესაძლებლობას მისცემს, მუდმივად აკონტროლონ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

„გონიერი საათი“ ასაკოვანმა ადამიანებმა ხელზე უნდა ატარონ. იმ შემთხვევაში, თუ მოხუცის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება, Emergency smart watch ავტომატურად გზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებას მის ოჯახის წევრთან.

Life Saver - ნაღმსაწინააღმდეგო გამოგონება - Sputnik საქართველო
ქართველი მოსწავლეების გამოგონება განაღმვის სამსახურზე წარმოდგენას შეცვლის

დავით რიჟინაშვილი დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მე-10 კლასის მოსწავლეა. ახალბედა გამომგონებელი აცხადებს, რომ დაწერა სპეციალური პროგრამა, რომლის დახმარებითაც ნებისმიერი მსურველი შეძლებს მობილურ ტელეფონში აპლიკაციის ჩატვირთვას და შემდეგ wi-fi ინფორმაციის შეყვანას. ამის შემდეგ აპლიკაცია ID-ს მოგცემთ, რომლის საშუალებითაც გექნებათ დისტანციურად წვდომის საშუალება ოჯახის ასაკოვანი წევრის წნევისა და ტემპერატურის შესახებ ინფორმაციაზე.

„ასეთი საათის გამოგონების იდეა მოხუცებში გულის პრობლემების ხშირი შემთხვევების გამო დამებადა. ამ საათის მეშვეობით ნებისმიერს შეუძლია გააკონტროლოს მოხუცის ჯანმრთელობის მდგომარეობა და, აუცილებლობის შემთხვევაში, დროული დახმარებაც აღმოუჩინოს“, — ციტირებს სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ რიჟინაშვილის სიტყვებს.

ახალბედა გამომგონებელი „გონიერი საათის“ გაუმჯობესებას აპირებს იმ შემთხვევაში, თუ სტარტ-აპში წარმატებას მიაღწევს და თავისი პროდუქტის რეალიზებას დაიწყებს.

„ხშირად მსმენია, რომ როცა ოჯახის ყველა წევრი მუშაობს, მოხუცთან ვერავინ რჩება. ეს საათი იმიტომ შევქმენი, რომ მოხუცების ჯანმრთელობა ნებისმიერ დროს შეიძლება გაუარესდეს“, — განაცხადა რიჟინაშვილმა.

მისი სიტყვებით, ამ საათის შექმნისთვის მას სულ რაღაც ერთი კვირა დასჭირდა.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური