ქართველმა მოსწავლემ ამერიკაში სწავლისთვის 160 ათასი დოლარის გრანტი მიიღო

გამოწერა
მეთორმეტე კლასის მოსწავლემ ლუკა დემეტრაშვილმა ერთდროულად რამდენიმე უცხოური სასწავლო დაწესებულებიდან მიიღო მოწვევა, მაგრამ გადაწყვიტა, რომ ექიმის სპეციალობას მანჰეტენის კოლეჯში დაეუფლოს.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. საქართველოში არსებულ დემირელის კერძო კოლეჯის მეთორმეტე კლასის მოსწავლემ ლუკა დემეტრაშვილმა მიიღო გრანტი, რომელიც მის მიერ არჩეულ მანჰეტენის კოლეჯში სამედიცინო ფაკულტეტზე ოთხი წლის სწავლისთვის სრულ დაფინანსებას ითვალისწინებს.  გრანტის სრული თანხა დემეტრაშვილისთვის 160 ათას დოლარს შეადგენს — აღნიშნავს დემირელის კოლეჯის პრეს-სამსახური. 

„უნივერსიტეტში სწავლების მეთოდებს დიდხანს ვადევნებდი თვალყურს. უნივერსიტეტების შერჩევის დროს ყურადღება მივაქციე მასწავლებლების მაღალ კვალიფიკაციას, ამას გარდა უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა და სპორტული აქტივობებიც მომეწონა“- თქვა მომავალმა სტუდენტმა.  მან სხვადასხვა უცხოური უმაღლეს სასწავლებლებიდან მიიღო მოწვევა, მაგრამ საბოლოო არჩევანი მაინც მანჰეტენის კოლეჯზე შეაჩერა. დემეტრაშვილი დარწმუნებულია, რომ სწორი არჩევანი გააკეთა. 

„ბაქსვუდის“ სკოლის მოსწავლეები - გაეროს მოდელირების კონფერენციის საუკეთესო დელეგაცია აღმოსავლეთ ევროპიდან - Sputnik საქართველო
ქართველი მოსწავლეების უპრეცედენტო გამარჯვება ნიუ-იორკში

მისი მიზანია, ნეიროქირურგის პროფესია აითვისოს და ამერიკაში სწავლის დროს საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინოს. მანჰეტენის კოლეჯი 1853 წელს დაარსდა. ეს კერძო ჰუმანიტარული კოლეჯი ნიუ-იორკში მდებარეობს. კოლეჯში მოქმედებს: ფოტოხელოვნების, ცეკვის, სიმღერის კლუბები ასევე ბუნების დაცვის საზოგადოება. ამას გარდა აქ  წარმოდგენილია 60 სხვადასხვა სასწავლო პროგრამა, როგორებიცაა: ხელოვნების ისტორიის, კომუნიკაციების, ეკონომიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, სამედიცინო, ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის, ბიზნესანალიტიკის, კომპიუტერული და საინფორმაციო სისტემების, ფინანსების, მართვის, მარკეტინგისა და სხვ. 

 

ყველა ახალი ამბავი
0