ნინო ჯანჯღავა: ნასამ თავად შესთავაზა ბავშვებს სასწავლო პროგრამა

გამოწერა
სენაკელმა მოსწავლეებმა ნასას პროექტის „კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამის" ფარგლებში მაღალი და დაბალი ტემპერატურისაგან დამცავი ჯავშნის შექმნით ერთ კონკურსში პირველი, ხოლო მეორე კონკურსში მესამე ადგილი დაიკავეს. ამის შესახებ სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა — გიმნაზიის დირექტორი ნინო ჯანჯღავა საუბრობს.
ნინო ჯანჯღავა: ნასამ თავად შესთავაზა ბავშვებს სასწავლო პროგრამა

„ბავშვებმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გაიმარჯვეს და დაჯილდოვდნენ ამერიკაში გამგზავრებით. ჩვენი მოსწავლეები ნასაში ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ. იქ ტარდებოდა სხვადასხვა აქტივობები, შეჯიბრებები და ამ შეჯიბრებებში მიიღეს მონაწილეობა, სადაც პირველი და მესამე ადგილები დაიკავეს", — განაცხადა ჯანჯღავამ.

მისი განცხადებით, წინ უამრავი კონკურსია, რომელშიც ბავშვებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა. თუმცა, თვითმიზანი მხოლოდ კონკურსში მონაწილეობა არ არის. როგორც ჯანჯღავამ აღნიშნა, მთავარია ბავშვები შემოქმედებითად მოაზროვნე და კრეატიულ ადამიანებად გაიზარდნონ.

 

ყველა ახალი ამბავი
0