მამაკაცის თვალით დანახული ქალის ნაკლოვანებები, ანუ სრულებით არალოგიკური ლოგიკა

გამოწერა
როგორ ხედავენ მამაკაცები ქალების ნაკლოვანებებს? საოცარია, მაგრამ ამ ნაკლოვანებების უმეტესობას ქალები ღირსებად მიიჩნევენ!

სისულელე

პრაქტიკულად ყველაფერს სისულელე უწოდეს, მაგრამ რა აქვთ მხედველობაში? აღმოჩნდა, რომ ქალების სისულელე არასწორად განაწილებული პრიორიტეტებია: მაგალითად, მოსაზრება, რომ თუ კარგად გამოიყურები, საჭირო არაა შეგეძლოს საუბარში ჩართვა, გქონდეს რაიმე მოსაზრებები, საკუთარი თვალთახედვა — უბრალოდ, ლამაზი იყავი.

ქალი - Sputnik საქართველო
მამაკაცები და ქალები ქალებზე, მამაკაცებზე, სიყვარულზე და არა მხოლოდ...

მამაკაცებმა აქვე "მოათავსეს" ქალების უცნაური ლოგიკა. მაგალითად, რატომ უნდა მოსდევდეს ფრაზას "მოდი, სტუმრები დავპატიჟოთ" არა "სტუმრების გამასპინძლებისთვის საკვები გვჭირდება", არამედ "ახლავე სილამაზის სალონში მიდიხარ".

მოკლედ, მამაკაცები ქალების მთავარ პრობლემად სისულელეს მიიჩნევენ.

არაადეკვატური ემოციურობა

ქალები ადვილად აქცევენ ბუზს სპილოდ, ხოლო სპილოს — დედამიწის ახალ კუნძულად.

ამის საბაბი ნებისმიერი შეიძლება იყოს. მამაკაცები მიიჩნევენ, რომ პირველისა და მეორის (სისულელე და არაადეკვატური ემოციურობა) შერწყმას მთების გადადგმა შეუძლია. მაგალითად, ასეთი ნამდვილი ისტორია: გოგონამ ავტომობილში სკანდალი მოაწყო, გააღო კარი, გადახტა და გაიქცა. როგორც ნამდვილ მამაკაცს შეეფერება, კაციც გადმოხტა ავტომობილიდან და გაეკიდა მას, მაგრამ მანქანა დაეჯახა. ახლა ქალი საავადმყოფოს პალატაში ზის და პატიოსნად აღიარებს, რომ სკანდალი რაღაც წვრილმანს მოჰყვა. უბრალოდ, სკანდალის მოწყობა მოუნდა.

ნამდვილი მამაკაცი - Sputnik საქართველო
რას ითხოვს ნამდვილი მამაკაცი ქალისგან?

განწყობილების მკვეთრი ცვლილება

მამაკაცები ჩივიან, რომ ქალებს ხასიათი მკვეთრად და ხშირად ეცვლებათ — ცოტა ხნის წინ ისეთი მხიარული იყო, ახლა კი ცრემლებში იხრჩობა! ჰორმონების ახსნას აზრი არა აქვს.

მიზეზი შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს…

ქალები სტიქიური ფილოსოფოსები არიან. დაინახა მკვდარი ჩიტი — მთელი დღე ხასიათი გაუფუჭდა — უცბად ყოფის ამაოებაზე ჩაფიქრდა.

იგივე: არ იციან, რა სურთ

ეს მეორე და მესამე პუნქტებს უკავშირდება. სულ ახლახან სურდა სადმე ბარში წასვლა და ღვინის დალევა. შენ შესთავაზე წასვლა და ღვინის დალევა და… მას უკვე აღარ სურს ღვინო, რადგან…

სულ ახლახან გათხოვება უნდოდა, სთხოვე ხელი და მაშინვე ფიქრი დაიწყო, რა იქნება მერე?..

სხვების აზრზე დამოკიდებულება

აქ ამერიკის აღმოჩენა საჭირო არაა — კვლევებით დადგენილია, რომ ქალი მამაკაცზე კონფორმულია. ამიტომ ის უფრო ისწრაფვის სხვების აზრის მოსმენისკენ და თან უფრო ხშირად ეთანხმება მათ აზრს, შესაბამისად, ისწრაფვის, შეესაბამებოდეს ამ მოსაზრებებს, გზაში კი ბრაზდება, რომ არ გამოსდის.

ლამაზი ქალი - Sputnik საქართველო
ან ფული, ან სული! პასუხი: ორივე!

ეს ყველაფერი კი მამაკაცებს აცოფებს. სამსახურში მეგობრებმა უთხრეს, რომ ახალი პალტო არ უხდება? ახალია საყიდელი. ვიღაცამ თქვა, ბიზნეს-ადმინისტრირების კურსებია გასავლელი? უნდა გავიაროთ. რატომ? ნუთუ მართლა საჭიროა ეს კურსები და თუნდაც ახალი პალტო — ეს თვითონაც არ იცის.

ჰიპერსოციალურობა

ქალები მამაკაცებზე უფრო კომუნიკაბელური არიან. ხანდახან ზედმეტი მოსდით — უნდათ, ისეთ საუბარში ჩაერიონ და ისეთ თემაზე გამოთქვან საკუთარი აზრი, რომელშიც საერთოდ ვერ ერკვევიან. მაგრამ ღიმილი და დუმილი მათთვის შეუძლებელია… როდესაც ყველას სათითაოდ ესაუბრება და ამას ბოლო არ უჩანს, მამაკაცი ღიზიანდება; ქალს კი არ ესმის, რა პრობლემაა.

უნარი არ შესწევთ, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა აიღონ

ქალებს ხშირად არ ესმით, რომ ყველაფერი მათზეა დამოკიდებული, საკუთარი ცხოვრება მათ ხელშია; მაგრამ უფრო მოსახერხებელია, ყველაფერი სხვებს გადააბრალონ, თუნდაც გემრიელი ტორტების გამყიდველს, რადგან ფიგურა უფუჭდება, რეკლამას, საზიზღარ უფროსს…

ნამდვილ ქალს ყოველთვის ექნება მიზეზი, რომლის მიხედვით ის ფერიაა, ხოლო სამყარო — ბინძური, ის ნამდვილად არ არის დამნაშავე. ასეთი ქალები მამაკაცების გაღიზიანებას იწვევენ.

მამაკაცურ პოლიგამიას თანდათან მონოგამია ანაცვლებს - Sputnik საქართველო
რაზეა დამოკიდებული მამაკაცის ერთგულება?

გათამაშებული სისუსტე

როდესაც ქალი დახმარებას გთხოვს, ეს ნორმალურია; როდესაც მამაკაცი გაიწევს დასახმარებლად — ესეც. როდესაც ქალი მინერალური წყლის ბოთლს გამოგიწვდის და გეტყვის, რომ ვერ ხსნის, ეს გაცოფებს! იქნებ გეცადა მაინც! ქალებს ყველაფერი შეუძლიათ, მაგრამ თუ არ გინდათ — ასე თქვით — არ მინდა!

თავსატეხს აჩენენ

საიდან აქვს ქალს რწმენა, რომ თუ მამაკაცს უყვარს, თვითონ მიხვდება, რა მოგწონს და რა არა, რა არის შენთვის საინტერესო, რა გსიამოვნებს… ვერ მიხვდება. ტელეპატი არ არის, თან, რომ უთხრათ კიდეც, შეიძლება ვერ დაიმახსოვროს, სჯობს დაუწეროთ. ყველაფერს აჯობებს ისწავლოთ მინიშნებების გარეშე ლაპარაკი, პირდაპირ თქვით სათქმელი. სხვაგვარად ეს მათ აცოფებთ.

ყველა ახალი ამბავი
0