გამოირკვა, რომ ჭკვიანი ქმრები მეუღლეებს ბევრად იშვიათად ღალატობენ.
თანამედროვე სამყაროში პოლიგამია საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. მიუხედავად იმისა, რომ მან სუსტი სქესის წარმომადგენლებიც მოიცვა, ლიდერები ამ საკითხში მაინც მამაკაცები არიან. მიღებულად ითვლება, რომ მამაკაცის ერთგულება ოჯახში ქალის ქცევაზეა დამოკიდებული. მისი თითოეული „გვერდზე გახედვის“ მცდელობა ცოლის „ცუდი“ ქცევით ან ოჯახურ ურთიერთობებში სექსუალური დაუკმაყოფილებლობით აიხსნება.
ლონდონის ეკონომიკის ინსტიტუტის სპეციალისტებმა ეს სტერეოტიპი უარყვეს. მათ ჩაატარეს კვლევა, რომლის შედეგად დაადგინეს კავშირი მამაკაცის ინტელექტუალურ დონესა და ღალატისადმი მიდრეკილებას შორის.
რა განაპირობებს ასეთ კანონზომიერებას?
ბრიტანელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მაღალი ინტელექტის მქონე მამაკაცი საყვარელს არ გაიჩენს, რადგან სოციალური თვალსაზრისით მონოგამია ყველაზე ხელსაყრელი და უსაფრთხო ვარიანტია პარტნიორებს შორის ურთიერთობაში. მაგრამ ამ ფაქტის გაცნობიერება მხოლოდ მამაკაცების ჭკვიან ნაწილს შეუძლია.
თუ ევოლუციის ისტორიას მივადევნებთ თვალს, შევნიშნავთ, რომ მამაკაცურ პოლიგამიას თანდათან მონოგამია ანაცვლებს. სექსუალური ურთიერთობები ერთ ქალთან ინტიმური ქცევის საუკეთესო და ოპტიმალურ მოდელად მიიჩნევა. ეს მამაკაცს ახალი პარტნიორის მუდმივი ძებნის აუცილებლობისგან ათავისუფლებს, ამცირებს სტრესის, განცდების დონეს და ნერვული სისტემის კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებას ეხმარება. მონოგამია სექსუალური ურთიერთობების უფრო მაღალი დონეა.
რაზეა დამოკიდებული მამაკაცის ერთგულება — ამ საკითხთან დაკავშირებით ამერიკელ ფსიქოლოგს მაიკლ დაიმონდს საკუთარი მოსაზრება გააჩნია. მისი აზრით, მამაკაცური მონოგამია ან პოლიგამია ბავშვობიდან ყალიბდება. ყველაფერი იმ ოჯახური ურთიერთობების მოდელზეა დამოკიდებული, რომელსაც ბიჭი თვალს ადევნებს. თუ მამა ცოლქმრული ერთგულებით არ გამოირჩეოდა, ვაჟი მოზრდილ ასაკში მონოგამიის პრინციპებს არ უერთგულებს. თუ ოჯახურ ცხოვრებაში სიყვარული და მამის დედისადმი ერთგულება სუფევს, მომავალში ვაჟიც ამ მაგალითის საკუთარ ოჯახურ ცხოვრებაში დანერგვას შეეცდება.
ბრიტანელმა მეცნიერებმა ასევე გააფრთხილეს მშობლები – ძიძის მომსახურებით ძალიანაც ნუ განებივრდებიან. თუ ბიჭს ბავშვობაში დედაზე მეტ ყურადღებას ძიძა უთმობს, მოზრდილ ასაკში მას საყვარლის გაჩენის სურვილი უჩნდება. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ბავშვობაში ქვეცნობიერ დონეზე განუმტკიცდა აზრი – ოფიციალური ოჯახური ურთიერთობების გარდა ასევე არსებობს სულიერი გრძნობა „გვერდით“, რომელიც ძიძის სახით ჩნდება.
პარტნიორის ერთგულება — ეს არა მხოლოდ მოდური, არამედ სასარგებლოცაა. მეცნიერებმა ფლორენციის უნივერსიტეტიდან დაადასტურეს, რომ ცოლქმრული ერთგულება ქალისა და მამაკაცის სიცოცხლეს ახანგრძლივებს.