• თუ ვკითხულობთ — „რა მოხდა?“ და თქვენ გვპასუხობთ — „არაფერი“, ჩვენ მოვიქცევით ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. რა თქმა უნდა ვხვდებით, რომ ეს სიმართლე არ არის, მაგრამ განა აქვს აზრი კამათს?
• თუ სვამ კითხვას, რომელზე პასუხის მოსმენაც არ გინდა, მაშინ ელოდე პასუხს, რომლის მოსმენაც არ გინდა.
• თუ მიგაჩნია, რომ მსუქანი ხარ, ალბათ, ეს სიმართლეა. მაგრამ ამაზე ჩვენ ნუ შეგვეკითხები.
• თუ ჩვენ მიერ ნათქვამი ორნაირი მნიშვნელობით შეიძლება გაიგო და აქედან ერთ-ერთი თქვენზე ისე მოქმედებს, როგორც ხარზე წითელი ქსოვილი, იცოდე, ჩვენ მეორე გვქონდა მხედველობაში.
• შეიძლება გვთხოვო რამის გაკეთება ან განგვიმარტო, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს. მაგრამ ერთდროულად — არა. სხვაგვარად ყველაფერს თვითონ გააკეთებ, შენ ხომ უკეთ იცი.
• თუ რამე გინდა, პირდაპირ თქვი. ჩვენთან ნახევრად დაფარული მინიშნებები არ ჭრის. არც ძალიან გამჭვირვალე. რატომაა რთული სათქმელის პირდაპირ თქმა?
• თუ გინდა, რომ უნიტაზის საფარი ჩამოწეული იყოს, პატარა გოგონა აღარ ხარ, თვითონ ჩამოწიე, მე ხომ არ ვჩივი, რომ ის ჩამოწეულია.
• თითქმის ნებისმიერ კითხვაზე შეგიძლია პასუხისთვის მხოლოდ ორი სიტყვა გამოიყენო — „კი“ ან „არა.
• ჩვენ იმისთვის ვართ, რომ პრობლემები გადავწყვიტოთ, ამიტომ გაგვიზიარე მხოლოდ ის პრობლემა, რომლის გადაჭრაც შესაძლებელია. სხვა პრობლემებისთვის დაქალები გყავს.
• თუ თავის ტკივილი 17 თვე არ გადის, აშკარად რაღაც გჭირს, წადი ექიმთან.
• თუ რამე ვთქვით 6 თვის წინ, ამის გახსენება უაზრობაა. ნებისმიერი ფრაზის ვადა ერთ კვირაში გადის.
• რისი თქმაც გინდა, რეკლამამდე შეინახე.
• ქრისტეფორე კოლუმბისთვის არავის უთქვამს, საით გაეცურა. ჩვენც არ გვჭირდება!
• რომ იცოდე, ატმის — წვენია და არა ფერი. გოგრის — ნამცხვარია და არა ასევე ფერი. ასევე წარმოდგენა არ გვაქვს, რა არის მარჯნისფერი ან მოვარდისფრო-მოიისფრო.
• თუ სადმე ერთად უნდა წავიდეთ, ნებისმიერი ტანსაცმელი გამოდგება.
• ცრემლები — ეს შანტაჟია.
• თუ არ გინდა ფეხბურთზე, ჰოკეიზე, შიდა ძრავზე ან აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე საუბარი, მაშინ ნუ მკითხავ: „რაზე ფიქრობ?“
ხუმრობა იქით იყოს, მაგრამ ეს მართლა ასეა. მამაკაცებს უყვართ სიმარტივე ურთიერთობებში. რა თქმა უნდა, ქალების უმეტესობა თუ არა, გარკვეული ნაწილი მაინც აღშფოთდება ზოგიერთი პუნქტის გამო მაინც. ყოველ შემთხვევაში, მამაკაცები ასე ამბობენ — ნამდვილ მამაკაცს ეს წესები აქვს. ქალებს ისღა დარჩენიათ, გაარკვიონ, "ნამდვილია" თუ არა მისი მამაკაცი და ამის შესაბამისად იმოქმედონ.