ან ფული, ან სული! პასუხი: ორივე!

გამოწერა
არ გიყვარდეს ქალი - დანაშაულია, გიყვარდეს - სასჯელი.

საინტერესოა, რას ფიქრობენ მამაკაცები ქალებზე? თქვენთვის შევარჩიეთ ცნობილი ადამიანების საინტერესო გამონათქვამები ქალებსა და ქორწინებაზე:

თუ ქალი შენს კითხვას პასუხობს, არ დაუჯერო, თუ დუმს — მით უფრო არ დაუჯერო — კორნელ მაკუშინსკი

ქალის ლოგიკაშიც არის რაღაც, მაგრამ კონკრეტულად რა — ვერ გაიგებ — მიხაილ მამჩიჩი

ის, ვინც ქალს რაიმეს უყვება საიდუმლოდ შენახვის პირობით, ჩვეულებრივი სადისტია — მარსელ აშარი

თუ ქალი შენთან უსიყვარულოდ არის, ამას გაზღვევინებს, ხოლო თუ უყვარხარ, უფრო მეტად გაზღვევინებს — რიჩარდ ოლდინგტონი

მიუხედავად ყველაფრისა, დაქორწინდი. თუ კარგი ცოლი შეგხვდება, გამონაკლისი იქნები, თუ ცუდი — ფილოსოფოსი გახდები — სოკრატე

ყველაფერი ღვთისგანაა, ერთადერთი გამონაკლისია — ქალი — იტალიური ანდაზა

მამაკაცი ქალს უნდა დაეხმაროს, რომ სუსტი იყოს, ქალი ძლიერი მამაკაცის გარეშეც იქნება — ვოლტერი

დაიცავით საკუთარი სახლი და ქმართან ურთიერთობები ბოროტი ძალებისგან — თქვენ ეს შეგიძლიათ! - Sputnik საქართველო
რატომ არ თხოვდებიან ქალები?

ყაჩაღები ითხოვენ ფულს ან სულს, ქალები — ერთსაც და მეორესაც — სემუელ ბატლერი

სიყვარულში გონებას კარგავენ, ქორწინებაში — დანაკარგს ამჩნევენ — მორიც გოტლიბ საფირი

როდესაც ქალის მშვენიერი თვალები ცრემლით იბინდება, მხედველობის პრობლემა მამაკაცს უჩნდება — ალბერ ტურნიე

ქალზე მბრძანებლობის ორი ხერხი არსებობს, მაგრამ ეს ხერხები არავინ იცის — კინ ჰაბარდი

ქალის ასალაპარაკებლად ათასი ხერხი არსებობს, მაგრამ გასაჩუმებლად — არც ერთი — გიიომ დე ბუში

მამაკაცი არ პატიობს, ის ივიწყებს, ქალი კი ყოველთვის პატიობს, მაგრამ არასდროს ივიწყებს — მაქს ფრაი

არ გიყვარდეს ქალი — დანაშაულია, გიყვარდეს — სასჯელი — სალვადორ დალი

ყველა ახალი ამბავი
0