საქართველოს ეროვნული სამოსის დღეს ისტორია გაცოცხლდება

© Sputnik / Levan Avlabreliქართული სათავადაზნაურო ტანსაცმლის გამოფენა
ქართული სათავადაზნაურო ტანსაცმლის გამოფენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნული სამოსის დღე - ეს ერთი დღით წარსულში დაბრუნების შესაძლებლობაა.

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ჩატარდება კოსტიუმირებული აღლუმები, გამოფენები, კონცერტები და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები.

ქართული დიასპორებისა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული სამოსის დღე შემდეგ ქალაქებში აღინიშნება: ვაშინგტონში, ლონდონში, დუბლინში, კიევში, თელ-ავივში, მოსკოვში, მინსკში, სტამბულში.

თეკლე დედოფლის სამოსი - Sputnik საქართველო
ქართველი მეფეების უნიკალური სამოსი პირველად ხელოვნების სასახლეში გამოიფინა

თბილისში ღონისძიების ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მონაწილენი ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან და დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გაივლიან. გარდა ამისა, ევროპის პარკში და მთაწმინდის პარკში სხვადასხვა გამოფენები და გასართობი ღონისძიებები გაიმართება.

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიმართება გამოფენა "XVIII-XX საუკუნეების ქართული სამოსი და იარაღი".

საქართველოს ეროვნული სამოსის დღის დამფუძნებლები იმედოვნებენ, რომ 18 მაისი საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის კარგი შესაძლებლობა გახდება.

"ქართული სამოსი საკმაოდ მრავალფეროვანია. ამ მხრივ დიდი კულტურული მემკვიდრეობა გაგვაჩნია. 18 მაისს ნებისმიერ მსურველს შეეძლება თავისი ისტორიული სამოსით გამოვიდეს ქუჩაში, სამსახურში, სკოლაში, უნივერსიტეტში და ა. შ.", — განაცხადა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ბაჩანა ჭანტურიამ.

თბილისში ეროვნული სამოსის დღე აღნიშნესсия - Sputnik საქართველო
ეროვნული სამოსის დღის აღსანიშნავად ახალგაზრდები ნაციონალურ ტანსაცმელში გამოეწყვნენ

ფოლკლორული ანსამბლების ყველა წევრს და მათ, ვისაც ეროვნული კოსტიუმი აქვს, ორგანიზატორები მოუწოდებენ შეუერთდნენ მსვლელობას და "გაცოცხლებული ისტორიის" ნაწილი გახდნენ.

ეროვნული სამოსის დღის ფარგლებში გამოცხადებულია ფოტოკონკურსი "ეროვნული სამოსი ოჯახური ფოტოალბომებიდან". იმ ფოტოს ავტორი, რომელიც 15 მაისამდე ყველაზე მეტ მოწონებას დაიმსახურებს, 18 მაისს პლანშეტით დასაჩუქრდება. ღონისძიების ორგანიზატორები კიდევ ხუთ საუკეთესო ფოტოსურათს შეარჩევენ და მათ ავტორებს სხვადასხვა პრიზით დაასაჩუქრებენ. ამისთვის ფოტოსურათები უნდა გაუგზავნოთ ორგანიზატორებს.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველოში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები ცხოვრობენ, მსვლელობაში მონაწილეობის მიღება ქვეყნის ყველა მცხოვრებს თავისი ეროვნული სამოსით შეუძლია.

გოგონა ქართულ ეროვნულ სამოსში - Sputnik საქართველო
ჩოხა, მართლმადიდებლური რწმენა და ქართული ტრადიციები

"უამრავი ადამიანი გვწერს, რომ აქვთ ეროვნული კოსტიუმი, ზოგს თავისი პაპა-ბებიის დანატოვარი, ზოგს ფოლკლორული ანსამბლებიდან, ზოგს სხვადასხვა დღესასწაულისთვის შეკერილი და კარადაში უკიდიათ, ვერ იყენებენ. წარმოიდგინეთ, ყველა ეს კოსტიუმი დღის სინათლეზე რომ გამოვა ქუჩაში, ეს უცხოელ ტურისტებს დააინტერესებს და მოიზიდავს", — აღნიშნავს ერთ-ერთი დამფუძნებელი მარი ონეზაშვილი.

საქართველოს ეროვნული სამოსის დღე მეორედ აღინიშნება. პირველად ის გასულ წელს ჩატარდა და საქართველოს 14 ქალაქში აღინიშნა.

საქართველოს ეროვნული სამოსის დღის ინიციატორი იურისტი და ბიზნესმენი დავით გოგლიჩიძეა. მან შეკრიბა მოხალისეთა ჯგუფი, რომელიც ახალი იდეის განხორციელებას შეუდგა.

ყველა ახალი ამბავი
0