საქართველოს დედაქალაქში ტრადიციებისა და ეროვნული ტანისამოსის მოყვარულებმა ეროვნული სამოსის დღე წინასწარ აღნიშნეს. Sputnik-ი ღონისძიების აღმნშვნელ ვიდეოკადრებს გთავაზობთ.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ეროვნული სამოსის დღე ოფიციალურად დაკანონებული არ არის, მოსახლეობამ გადაწყვიტა ამ დღის ნაციონალურ სამოსში მსვლელობით აღნიშვნა. აქციის მონაწილეები აბანოთუბანში, ჭრელ აბანოებთან შეიკრიბნენ. ისინი ეროვნულ ტანისამოსში გამოწყობილი პოზირებდნენ და გამვლელებთან სამახსოვრო ფოტოებს იღებდნენ.
ეროვნული სამოსის დღის გამართვის ინიციატორია საქართველოს რიგითი მოქალაქე დავით გოგლიჩიძე. ღონისძიებების ორგანიზატორები პეტიციისთვის ხელმოწერებს აგროვებენ, რათა პარლამენტმა ეროვნული სამოსის დღე ოფიციალურად დააკანონოს.
ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს ექვს ქალაქში გაიმართა.