საქართველოში ყოველწლიურად იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ეროვნული სამოსით იმოსებიან. იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ფოტომასალა, თუ როგორ ეცვათ ადამიანებს, რომლებიც გერმანიიდან დაბრუნებულ პატრიარქს დახვდნენ თბილისის აეროპორტში.
ქართული ეროვნული სამოსი ძალიან ლამაზია და ამაზე ორი აზრი არ არსებობს. დღეს ბევრი ცნობილი დიზაინერი იყენებს საკუთარ კოლექციებში ცალკეულ ელემენტებს და ქართული სამოსის ძირითად სტილსაც კი. საქართველოში უფრო და უფრო ხშირად იცვამენ მექორწილეები ეროვნულ სამოსს, ისინიც კი, ვინც აქ სხვა ქვეყნიდან ჩამოდის, რათა ქართულ მიწაზე შექმნას ოჯახი. ქართულ სამოსს იცვამენ მაშინაც, როდესაც მიდიან ეკლესიაში. ქვეყანაში დიდი ხანია არსებობს ჩოხოსანთა კავშირი, რომლის წარმომადგენლებიც თითქმის ყოველდღე ეროვნული სამოსით იმოსებიან.
ყველაზე ხშირად ქართულ სამოსს, რომლიც შეკერვაც არც ისე იაფია, იცვამენ რელიგიურ დღესასწაულებზე და საზეიმო შემთხვევებში. ქვეყანაში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ამჯობინებს ტრადიციულად ჩაცმას, როდესაც მათთვის მნიშვნელოვან თარიღს აღნიშნავენ. თუ ადრე უმეტესობას მიაჩნდა, რომ ქართულ ეროვნულ სამოსში ძირითადად შავი და თეთრი ფერები გამოიკვეთებოდა, დღეს უკვე ისინი განხვავდებიან არა მხოლოდ ფერებით, არამედ დიზაინის სტილითაც.