თბილისის მერიას მასშტაბურ კორუფციაში ადანაშაულებენ

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერიის შენობა
თბილისის მერიის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციის კვლევის მიხედვით, მერიისა და საკრებულოს მაღალი თანამდებობის პირები ყოველწლიურად 8-დან 10 მილიონ ლარამდე თანხას უკანონოდ ითვისებენ.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, სამოქალაქო პლატფორმა "ახალი საქართველოს" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ თბილისის მერია კორუფციაში დაადანაშაულა.

სპეციალურ ბრიფინგზე ვაშაძემ "ახალი საქართველოს" სოციალურ საკითხთა ჯგუფის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა. ვაშაძე ამტკიცებს, რომ, კვლევის თანახმად, მერიის თანამდებობის პირები უკანონოდ ითვისებენ დიდი ოდენობით თანხებს, რაც დედაქალაქის 63 უფასო სასადილოში სოციალურად დაუცველთა გამოკვებას უნდა ხმარდებოდეს.

თბილისის საკრებულო - Sputnik საქართველო
როგორ განაწილდება თბილისის ბიუჯეტი: მერიის პრიორიტეტები

"საქმე ეხება უფასო სასადილოებს, რის ხარჯზეც ყოველწლიურად დაახლოებით 8-10 მილიონ ლარს ჯიბეში იდებენ გამგეობის, მერიის და საკრებულოს მაღალი თანამდებობის პირები. ეს არის სისტემური კორუფციის უპრეცედენტო სქემა, რომელიც დღეს საქართველოშია შექმნილი", — განაცხადა ვაშაძემ ბრიფინგზე.

კვლევის თანახმად, დღეისათვის უფასო სასადილოების სერვისით 39 251 ბენეფიციარი სარგებლობს, დაახლოებით 7000 კი თავის რიგს ელოდება. ვაშაძე ამტკიცებს, რომ ამ ადამიანებს ხელოვნურ ბარიერებს უქმნიან, რის გამოც ისინი სერვისით ყოველდღიურად ვერ სარგებლობენ.

"მიუხედავად ამისა, გამოყოფილი ბიუჯეტი მთლიანად ათვისებულია. საუბარია 23000 ლარზე, რასაც ჩინოვნიკები ყოველდღე ჯიბეში იდებენ", — ხაზგასმით აღნიშნა ვაშაძემ.

თბილისის მერია ცილისწამებას და მორიგ სიცრუეს უწოდებს ოპოზიციონერის მიერ გაკეთებულ განცხადებას და მოუწოდებს მას, თუ ასეთი ინფორმაცია არსებობს, შესაბამისი დოკუმენტები შემდგომი რეაგირებისთვის სამართალდამცველ ორგანოებს გადასცეს.

თბილისის მერია - Sputnik საქართველო
როკფელერის ფონდი თბილისის მერიაში ახალი თანამდებობის შექმნას დააფინანსებს

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა ვაშაძის კრიტიკაზე საპასუხოდ არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" მიერ 2016 წელს გაკეთებული ანგარიში წარმოადგინა.

"ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ თბილისის ახალი მთავრობის პირობებში საგრძნობლად გაუმჯობესდა უფასო სასადილოებში სანიტარული და ჰიგიენური მდგომარეობა, საკვების ხარისხი, მოწესრიგდა ბენეფიციართა აღრიცხვიანობა, ხორციელდება მუდმივი მონიტორინგი, კეთილმოეწყო სასადილოების შენობები და შეიცვალა ინვენტარი", — აღნიშნა ჩივიაშვილმა.

მერიის ინფორმაციით, დღეისათვის უფასოს სასადილოების ერთჯერადი ცხელი სადილით, რომლის კალორაჟი შეადგენს 1100 კალორიას, 39 ათასამდე ბენეფიციარი სარგებლობს.

ყველა ახალი ამბავი
0