როგორ განაწილდება თბილისის ბიუჯეტი: მერიის პრიორიტეტები

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საკრებულო
თბილისის საკრებულო - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერიის პრიორიტეტებად განისაზღვრა საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, შენობების აღდგენა, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების რემონტი, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და საბინაო ამხანაგობების განვითარება.

თბილისი, 16 დეკემბერი– Sputnik. თბილისის საკრებულომ 2017 წლის თბილისის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომლის თანახმად მერია ხარჯებს ამცირებს და ცალკეული პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსებას ზრდის.

თბილისის მთავარი საფინანსო დოკუმენტი დამტკიცდა 31 ხმით 7-ის  წინააღმდეგ.

თბილისის შემოსავლები და ასიგნებები 801,3 მილიონი ლარის ფარგლებშია გათვალისწინებული. შემოსავლებზე გათვალისწინებულია 734,9 მილიონი ლარი, ხარჯებზე 563,5 მილიონი ლარი.
თბილისის ბიუჯეტი გაანგარიშებულია კურსით 1 დოლარი-2,5 ლარი.

თბილისის მერიის პრიორიტეტებშია საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სატრანსპორტო ხარჯების შემცირება, უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა როგორც ავტომობილებისთვის, ასევე ფეხით მოსიარულეთათვის. ასევე, პრიორიტეტულია შენობების აღდგენა, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების რემონტი და ქალაქის განათების გაუმჯობესება.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოს 2017 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია

ასევე, ბიუჯეტის პრიორიტეტად დასახელდა თბილისის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, არქიტექტურული ძეგლების რესტავრაცია, ქალაქის გამწვანება და ტურისტების მოზიდვა.

თბილისის მერია აპირებს საქართველოს დედაქალაქის ცნობადობის გაზრდას, ქალაქის ღირსშესანიშნაობების შესახებ ტურისტთა ინფორმირებულობას და ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობას.

მერია აგრეთვე აპირებს თანხების გამოყოფას თბილისისთვის SMART CITY სტატუსის მოსაპოვებლად, ანუ ქალაქის, რომლის მთელს ტერიტორიაზე, მაღალი ტექნოლოგიები გამოიყენება და დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შექმნას, რომელიც ქალაქს ზონებად დაჰყოფს.

მერიის კიდევ ერთ პრიორიტეტს საბინაო ამხანაგობების განვითარება წარმოადგენს. მათ კომპეტენციაში მერიის თანადაფინანსებით საბინაო მეურნეობის მოვლა-პატრონობა შედის.

 2017 წელს ასევე გაიზრდება მერიის ხარჯები ჯანდაცვაზე, სოციალურ დაცვაზე, სკოლამდელ და სასკოლო განათლებაზე, სპორტსა და კულტურაზე.

ყველა ახალი ამბავი
0