საქართველოს პრემიერ-მინისტრი დონალდ ტრამპს შეხვდა

© FB / Георгий Квирикашвили საქართველოს პრემიერ-მინისტრი დონალდ ტრამპს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დონალდ ტრამპს შეხვდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტს შეხვდა.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა, ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში Facebook. 

მას შემდეგ, რაც ტრამპმა, გასული წლის შემოდგომაზე აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო, საქართველოს ხელისუფლებამ არა ერთხელ განაცხადა, რომ აპირებენ განაგრძონ თანამშრომლობა აშშ-სთან, რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. 

თეთრი სახლი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება

ტრამპთან შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის აშშ-ს ვიცე-პრემიერთან მაიკ პენსთან შეხვედრის ფარგლებში შედგა, რომლის მოწვევითაც კვირიკაშვილი ვაშინგტონში ჩავიდა. ოფიციალურად მომავალი შეხვედრის შესახებ, მთავრობის პრესსამსახურს განცხადება აქამდე არ გაუკეთებია. 

აშშ-ს ვიცე პრეზიდენტის გარდა, კვირიკაშვილი მოლაპარაკებებს გამართავს სახელწიფო მდივანთან რექს ტილერსონთან. 

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველო და აშშ დიპლომატიური ურთიერთობის 25-წლისთავს აღნიშნავენ

ასევე დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრები აშშ-ს სენატის სხვადასხვა კომიტეტების წარმომადგენლებთან და ქვეყნის წამყვან ექსპერტთა წრეებში. 

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, მისი მოადგილე დავით ზალკალიანი და პრემიერის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში 10 მაისამდე გასტანს. 

 

ყველა ახალი ამბავი
0