საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება

© photo: Sputnik / Natalya Silverstova / გადასვლა მედიაბანკშითეთრი სახლი
თეთრი სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის მიწვევით 8-10 მაისს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა და ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს, იუწყება საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახური Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. 

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თეთრ სახლში გაიმართება საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან მაიკ პენსთან. ასევე, გიორგი კვირიკაშვილს სახელმწიფო დეპარტამენტში უმასპინძლებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გიორგი კვირიკაშვილმა ემანუელ მაკრონს გამარჯვება მიულოცა

დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრები აშშ-ის სენატის სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეებთან. აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი ასევე შეხვდება აშშ-ის წამყვანი საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი.

ყველა ახალი ამბავი
0