გიორგი კვირიკაშვილმა ემანუელ მაკრონს გამარჯვება მიულოცა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინასწარი მონაცემებით, საფრანგეთში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგად გამარჯვება ემანუელ მაკრონმა მოიპოვა.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ემანუელ მაკრონს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ამის შესახებ მთავრობის ოფიციალური გვერდი იტყობინება Fasebook-ზე. 

გიორგი კვირიკაშვილმა ემანუელ მაკრონს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება სოციალურ ქსელ "ტვიტერში" მიულოცა.

პრემიერმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

ყველა ახალი ამბავი
0