საქართველოს განახლებული კონსტიტუცია 2018 წელს ამოქმედდება

© Sputnik / Alexander Imedashviliირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკონსტიტუციო კომისია ქვეყნის მთავარ კანონში შესწორებებზე 2016 წლის დეკემბრიდან მუშაობდა. ის ახლა პარლამენტმა უნდა მიიღოს.

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტში სამშაბათს ქვეყნის მთავარ კანონში შესწორებები შევა, რომლებიც საკონსტიტუციო კომისიამ შეიმუშავა. შესწორებები 2018 წელს ქვეყნის არჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილების გააქტიურების შემდეგ ამოქმედდება, განაცხადა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე.

დავით ბაქრაძე - Sputnik საქართველო
ოპოზიცია საქართველოს კონსტიტუციის საკითხზე პლებისციტის გამართვის მოთხოვნით გამოდის

შესწორებები კონსტიტუციის პრაქტიკულად ყველა პუნქტს ეხება, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. ძირითადი ცვლილებები დაკავშირებულია პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმებასთან, რადგან ქვეყანა სახელმწიფო მართვის საპარლამენტო მოდელზე გადადის. გარდა ამისა, ცვლილებები ეხება ქვეყნის საარჩევნო სისტემასაც.

პარლამენტში ასევე შევა კონსტიტუციაში შესწორებების პროექტი "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ", რომელიც ფუნდამენტურად გადაიხედა. მისი განცხადებით, ძირითადი პრინციპები უცვლელი დარჩა, თუმცა, არსებულ რედაქციაში ბევრი ხარვეზი იყო. კანონი ითვალისწინებს ავტონომიის სტატუსს საქართველოს შემადგენლობაში და მისი ფუნქციონირებს პრინციპებს, ასევე კანონი განსაზღვრავს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი ორგანოების — უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის მუშაობის პრინციპებსა და მათი არჩევის წესებს.

"ივნისში დაიწყება დოკუმენტის საპარლამენტო განხილვა. მოქმედი რეგლამენტის თანახმად, ივნისის თვის განმავლობაში შედგება ორი მოსმენა. მეორე სესიაზე, სავარაუდოდ, ოქტომბერში ან ნოემბერში მიღებული იქნება კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი, და უკვე საბოლოო ჯამში ცვლილებები ამოქმედდება კონსტიტუციის არსებული რედაქციის თანახმად, მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე", — განაცხადა კობახიძემ.

ვენეციის კომისიის დელეგაცია - Sputnik საქართველო
ვენეციის კომისია საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებებს გაეცნო

საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წელს გაიმართება — პრეზიდენტს კვლავ პირდაპირი გზით აირჩევენ. ხოლო 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები ახალი პროპორციული სისტემით ჩატარდება, აღნიშნა მან. ამჟამად არჩევნების შერეული სისტემა მოქმედებს — პროპორციული და მაჟორიტარული. კანონპროექტის თანახმად, იცვლება დეპუტატების არჩევის პრინციპი. არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით, ანუ პარტიული სიებით ჩატარდება.

კობახიძის განცხადებით, დოკუმენტის პარლამენტში განხილვამდე გაიმართება საყოველთაო სახალხო განხილვები და მოსახლეობასთან შეხვედრები ყველა რეგიონში.

"ძალიან თამამი განაცხადი გავაკეთეთ ვენეციის კომისიასთან მიმართებით და ვთქვით, რომ არცერთ ისეთ ნორმას არ მიიღებს საქართველოს პარლამენტი, რომელიც სამართლებრივი კუთხით ნეგატიურად შეფასდება ვენეციის კომისიის მიერ და ჩვენი ეს განცხადება ბუნებრივია რჩება ძალაში", — განაცხადა კობახიძემ.

შესწორებების პროექტი უკვე გადაეგზავნა ვენეციის კომისიას, რომელიც კონსტიტუციის განახლებასთან დაკავშირებით თავის შენიშვნებს წარმოადგენს. ვენეციის კომისია განახლებული კონსტიტუციის პროექტს საერთაშორისო საკონსტიტუციო სამართლის ნორმების შესაბამისობაში შეისწავლის.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერი: პირველად გვექნება კონსტიტუცია, რომელსაც საზოგადოების ჩართულობით მივიღებთ

პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ მიღწეული იქნება კონსენსუსი და პარლამენტში გაიმართება საკმაოდ ფართო და ღია განხილვა.

ახალი სისტემა ეფუძნება არა მხოლოდ საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას, არამედ საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასაც. და ეს შედეგი მიღწეულ იქნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ფარგლებში, რომელში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სხვა საკონსტიტუციო ორგანოების წარმომადგენლებმა, განაცხადა კობახიძემ და მათ კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა.

საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობდა რვა პოლიტიკური პარტია — მმართველი პარტია "ქართულო ოცნება — დემოკრატიული საქართველო" და შვიდი ოპოზიციური პარტია. საბოლოოდ არცერთმა ოპოზიციურმა პარტიამ შესწორებებს მხარი არ დაუჭირა და მუშაობის ბოლო დღეებში კომისიის მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადა.

საქართველოს კონსტიტუციაში შესწორებები შეიტანეს 33-ჯერ, აქედან 25-ჯერ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს.

ყველა ახალი ამბავი
0