რა სახის ხელშეწყობა სჭირდება ფერმერს სახელმწიფოსგან

© Photo: courtesy of Kakhi Khetsurianiვაშლის ინტენსიური ბაღები თბილისის მახლობლად სართიჭალაში
ვაშლის ინტენსიური ბაღები თბილისის მახლობლად სართიჭალაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახა ხეცურიანი ფინანსისტია. მან სპეციალობით სხვადასხვა კომპანიებში 22 წელი იმუშავა. ორი წლის წინ კახამ მეგობართან ერთად სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი – სოფელ სართიჭალაში ვაშლის ბაღი გააშენა და პირველი საცდელი მოსავალიც უკვე აიღო.

 „Sputnik-საქართველო“ დაინტერესდა, რა პრობლემები დახვდა კახა ხეცურიანს ახალ ბიზნესში და რა სახის ხელშეწყობას ისურვებდა ის სახელმწიფოსგან.

– რატომ დაინტერესდით სოფლის მეურნეობით?

– რამდენიმე წლის წინ კომპანია, სადაც ვმუშაობდი, სართიჭალაში გადავიდა. იქ ბევრი სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწაა, რომლებსაც ფერმერები ამუშავებენ. მე და ჩემი მეგობარი ჯერ ვაკვირდებოდით გარემოს, მერე ინფორმაცია მოვიძიეთ ინტერნეტში და მივედით იმ დასკვნამდე, რომ სოფლის მეურნეობა გრძელვადიანი, მაგრამ ერთ–ერთი ყველაზე სტაბილური და მომგებიანი სექტორია. აქედან გამომდინარე, მიწის შეძენა გადავწყვიტეთ და დავიწყეთ ფიქრი, რომელ კულტურაზე უნდა გვემუშავა. ინფორმაციის მოძიების შემდეგ დავინახეთ, რომ ყველაზე უკეთ გასაყიდი პროდუქტები საქართველოშიც და მსოფლიოშიც ქათამი და ვაშლია. ამიტომ გადავწყვიტეთ ვაშლის ბაღის გაშენება. ქათმის ფერმასაც ვაპირებდით, მაგრამ ის ათჯერ მეტ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ფინანსურად ვერ გავწვდებოდით.

ზეთისხილის პლანტაცია კახეთში - Sputnik საქართველო
რა პროდუქციას შესთავაზებს საქართველო ახლო მომავალში საერთაშორისო სასურსათო ბაზრებს

ბაღში ვაშლის ხუთი ჯიში გვაქვს: „აიდარიდი“, „ფუჯი“, „გალა“, „წითელი გოლდენი“ და „ყვითელი (მწვანე) გოლდენი“. ინტენსიური ვაშლის ბაღების სისტემა ახალი შემოსულია საქართველოში. აქ მთავარი ჰექტარზე რაც შეიძლება მეტი ნერგის ჩარგვაა. ხე დიდი არ იზრდება, ვაზის პრინციპით არის გაშენებული. ხეებს შორის მანძილი კი 80 სმ-დან 120 სმ–მდეა. არც ისაა საიდუმლო, რომ სწორედ ვაშლი იძლევა ყველაზე სწრაფად მოსავალს. შარშან მარტში დავასრულეთ ხეების დარგვა და შარშანვე უკვე ოთხი ტონა მოსავალი გვქონდა. წელს ველოდებით 50–დან 60 ტონამდე ვაშლს, ხოლო 2019–2020 წლებისთვის 300 ტონამდე უნდა მივიღოთ.

– რომელიმე სახელმწიფო პროგრამაში თუ მიგიღიათ მონაწილეობა?

– 2015 წელს დავიწყეთ ბაღის გაშენება და ჩავერთეთ პროექტში „დანერგე მომავალი“, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ არის ინიცირებული. პროექტის ფარგლებში უპრობლემოდ მივიღეთ დაფინანსება სათანადო საბუთების წარდგენის შემდეგ. იქ ჰექტარზე მაქსიმალური საგრანტო თანხა 10 000 ლარია, რაც ბიზნესის დასაწყებად ცოტა არ არის, რადგან ამ ფულს, ფაქტობრივად, გჩუქნიან.

კარტოფილი - Sputnik საქართველო
ექსპერტი ფერმერებს აგროდაზღვევით სარგებლობას ურჩევს

– სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობას კიდევ რა მხრივ ისურვებდით?

– მე, როგორც ფერმერი, ვისურვებდი, რომ იაფი და გრძელვადიანი სესხის აღების შესაძლებლობა უფრო მეტი მიმართულებით მქონოდა, ვიდრე ეს ახლა არის. მაგალითად, ფერმერისთვის ტექნიკაა პირველ რიგში საჭირო. გვინდოდა იაფი კრედიტი ტრაქტორზე და შესაწამლ აპარატზე აგვეღო, მაგრამ არ მოგვცეს და საკუთარი სახსრებით შევიძინეთ. ბალახის სათიბი მოწყობილობაც ჩვენით ვიყიდეთ. თუმცა იყო IFAD-ს პროგრამა, რომელიც ტექნიკაზე 40%–იან გრანტს ითვალისწინებდა, მაგრამ ის მხოლოდ ფიზიკურ პირებზე გასცეს. ყველაზე იაფი ტრაქტორი, რომელიც ჩვენ გვჭირდებოდა, 13 000 ლარი ღირდა. რა თქმა უნდა, ამ თანხის 40% რომ მიგვეღო, ჩვენთვის ხელშეწყობა იქნებოდა. სხვათა შორის, ძალიან კარგია, რომ იაფ და გრძელვადიან სესხებს წელს ბაღების გასაშენებლად გასცემენ. მინდა ვაშლი კიდევ 5 ჰექტარზე დავამატო. კარგი იქნება ამ სახის კრედიტი ბაღის მოვლა-შენახვაზეც რომ იყოს, რადგან 1 ჰექტრის შენახვა წელიწადში საშუალოდ 15-დან 20 ათას ლარამდე მიჯდება თავის ხელფასებიანად და ამ თანხას საკუთარი ჯიბიდან ვიხდი. იაფი სესხი ეს იგივე 14%-იანი კრედიტია, სადაც 3%–ს ფერმერი, ხოლო დანარჩერ 11%-ს სახელმწიფო იხდის.

ირაკლი ჩიქავა - Sputnik საქართველო
უნდა ვაწარმოოთ ის პროდუქტი, რომელიც მომგებიანია და არა ის, რაც გვიყვარს

– აგროდაზღვევით თუ ისარგებლეთ ჯერ?

– შარშან, როცა საზღვარგარეთ ნერგები შევუკვეთეთ, შემოტანის პროცესში უკვე დაზღვევაზეც დავიწყეთ ზრუნვა, მაგრამ მივხვდით, რომ პირველ წელს ეს არ გვჭირდებოდა, რადგან მცირეა რისკი იმისა, რომ ნერგებს რამე დაემართოს. კაცმა რომ თქვას, მცირეა ის ანაზღაურებაც, რაც სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას უნდა მივიღოთ. დაზღვევა 1 ჰა-ზე 25 000 ლარის გადახდას ითვალისწინებს. ჩვენი ძირითადი რისკი არის სეტყვა. გარდა ამისა, ბაღს თუ არ მოუარე, თუ არ შეწამლე, მოსავალს ისე ვერ მიიღებ. ეს კი ჰექტარზე დაახლოებით 20 000 ლარია. ესეც იმ შემთხვვეაში, თუ ყველაფერი გეგმურად წავიდა და რაიმე დაავადება არ შემოვიდა. აქედან გამომდინარე, თითქმის იმავე თანხის უკან დაბრუნება ჩემთვის მომგებიანი არ არის. ჩემი მიზანი ხომ არ არის, რომ ტყუილად ვიმუშაო. შემოსავალი მინდა მივიღო. ამიტომ ბაღში ჩვენივე ხარჯით სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა დავაყენეთ. სხვა სტიქიური უბედურება ისეთი არაფერი არ არის ჩვენთან, რომ მოსავალი გააფუჭოს. აგროდაზღვევით სარგებლობას წელსაც არ ვაპირებთ, მომავალ წელს კი ვნახოთ, შეიძლება დავაზღვიოთ უკვე სხვა რისკებზე, მაგალითად, დაავადებებზე ან სხვა კარანტინულ შემთხვევებზე.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2017 წლის პრიორიტეტები წარმოადგინა

– დაზღვევის რომელი სისტემა იქნებოდა თქვენთვის ოპტიმალური?

– მაგალითად, ავტომობილების დაზღვევა რომ ავიღოთ, თუ მე ის მომპარეს ან ისეთი შემთხვვეა მოხდა, რომ გამოუსადეგარია, იმ თანხას მინაზღაურებენ, რამდენადაც შეფასდა. მსგავსი სისტემა რომ დავნერგოთ სოფლის მეურნეობაშიც, მგონი, ცუდი არ იქნებოდა. ჩემი ბაღის თვითღირებულება ჯამში სადღაც 250 000 დოლარია. თავისი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემით და ეს 25 000 ლარი ამის ფონზე მე ამინდს დიდად არ მიქმნის.

– რა არის ის ძირითადი პრობლემები, რაც ახალ ბიზნესში დაგხვდათ?

– მთავარი პრობლემა სამაცივრე მეურნეობების სიმცირეა. ამ ეტაპზე ჩვენ რეგიონში სულ ორი სამაცივრე მეურნეობაა. გვაქვს გადაწყვეტილი, რომ ახლო მომავალში ჩვენვე ავაშენოთ ჩვენთვის სამაცივრე მეურნეობა სხვა შპს-ებთან ერთად და, ვთქვათ, 1,2–1,3 ლარად კი არ გავყიდოთ ვაშლი, არამედ უფრო ძვირად. დეკემბრის მერე საქართველოში ქართული ვაშლი აღარ არის. ახლა ქართული ვაშლი მხოლოდ ერთ ფირმას აქვს გამოტანილი ბაზარზე, რადგან დიდი სამაცივრე მეურნეობა აქვს და ამ დრომდე არ გაყიდა. ვაშლის რეალიზაციის პრობლემა ქართულ ბაზარზე არ არის. ფასს ბაზარი ადგენს მოთხოვნა–მიწოდებიდან გამომდინარე და ჯერ ყუთში დახარისხებული, სტანდარტული ვაშლი ლარზე ნაკლები არ ღირებულა. კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა აგრონომების დეფიციტია და კარგი იქნება, თუ ამას პროფესიული გადამზადების ცენტრებიც გაითვალისწინებენ. პრობლემაა ასევე ბაღის შესაწამლად საჭირო პრეპარატების შემოტანა, რადგან უმეტესობა საქართველოში რეგისტრირებული არაა. პრობლემაა ბიუკრატია სოფლის მეურნეობის სამინისტროში და ის ვადები, რომლებიც წინადადებების განსახილველად არის დადგენილი, რადგან ბაღში ყველა სამუშაო გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული.

გიორგი მიშელაძე - Sputnik საქართველო
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდასაჭერად სახელმწიფო ახალ პროგრამას იწყებს

– პროდუქტის ექსპორტზე გატანაზე თუ გიფიქრიათ და სად არის ეს თქვენთვის უფრო ხელსაყრელი?

– თუ ისე მოხდება, რომ ჩვენი ბაზარი ვაშლით გაივსება და დავინახავთ, რომ აქ ვეღარ გავყიდით, აქცენტს უფრო აზიის ქვეყნებზე გავაკეთებთ. არის საშუალება, რომ გავიდეს, მაგალითად, დუბაიში, მაგრამ ჯერ ქართული ბაზარია ასათვისებელი. ევროკავშირის ქვეეყნებს რაც შეეხება, იქ ისეთი მოთხოვნებია, რასაც ჩვენ ერთი 15 წელი კიდევ ვერ დავაკმაყოფილებთ.

– რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებიც სოფლის მეურნეობაში თანხების ჩადებას გადაწყვეტენ?

– სოფლის მეურნეობა დიდ ფიზიკურ და გონებროვ შრომას მოითხოვს. რაც მთავარია, ეს ცოტა გრძელვადიანი პროექტია და მოთმინება და გამძლეობა არის საჭირო.

 

ნატა პატარაია

ყველა ახალი ამბავი
0