სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2017 წლის პრიორიტეტები წარმოადგინა

© Минсельхоз Грузииსოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომავალ წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ძირითადი პრიორიტეტები იქნება ახალი ტექნოლოგიების დანერგვა როგორც პროდუქციის მოყვანაში, ისე პირველად გადამუშავებაში.

თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა მასმედიის წარმომდგენლებს აგრარული დარგის განვითარების პრიორიტეტები და 2017 წლის სამუშაო გეგმა გააცნო. შეხვედრა პარასკევს ღვინის მუზეუმში გაიმართა.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო სექტორის განვითარებისთვის სამინისტრო ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებასა და თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლებას.

სასოფლო სამეურნეო პროდუქციის გამოფენა თბილისში - Sputnik საქართველო
თბილისში სოფლის მეურნეობის საერთშორისო გამოფენა მიმდინარეობს

დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ამისთვის უწყებამ დაგეგმა შემდეგი ამოცანები: პირველადი სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარება-ეფექტიანობის გაზრდა; მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების განვითარება, შემნახველი და გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის გაფართოება-მოდერნიზაცია; წარმოებაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა; ფერმერთა ცოდნისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლება; საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია; დივერსიფიცირებულ ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობა.

სამინისტრო 2017 წლიდან შეღავათიანი კრედიტების გამოყენებით მიზნობრივი პროგრამების განხორციელებას დაიწყებს. კრედიტები ევროპის საინვესტიციო ბანკმა გამოყო.

დავითაშვილმა ასევე განაცხადა, რომ 2017 წელს სამელიორაციო სისტემის აღდგენისა და მშენებლობის მასშტაბური პროექტები განხორციელდება.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და UNDP-ს მოქმედი ხელმძღვანელი შომბი შარპი - Sputnik საქართველო
UNDP საქართველოს სოფლის მეურნეობის სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარება

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხელს შეუწყობს ფერმერების აგრობაზრებისა და ბაზრობების ორგანიზაციას, ასევე ღვინისა და ყველის ფესტივალების ჩატარებას, აღნიშნა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, ასევე დაგეგმილია მარკეტინგული სააგენტოს შექმნა, რომელიც ქართულ სასურსათო პროდუქციას პოპულარიზებას გაუწევს.

მინისტრმა ასევე შეაჯამა გასული წლის მუშაობა, რომელიც, მისი თქმით, სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით გარდამტეხი იყო.

„მოგეხსენებათ, სახელმწიფომ არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა განახორციელა. ყველა განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებით, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია შევძლოთ აგარარულ დარგში მეტი ცოდნის ხელმისაწვდომობა და წარმოების ზრდის წახალისება, რითაც ჩვენ ხალხს კეთილდღეობას შევუქმნით“, – აღნიშნა დავითაშვილმა.


ყველა ახალი ამბავი
0