UNDP საქართველოს სოფლის მეურნეობის სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარება

© Минсельхоз Грузииსოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და UNDP-ს მოქმედი ხელმძღვანელი შომბი შარპი
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და UNDP-ს მოქმედი ხელმძღვანელი შომბი შარპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფლის მეურნეობის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია.

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში შომბი შარპმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ორწლიანი პროგრამის დაწყების შესახებ, რომლის მიზანიც საქართველოს სოფლის განვითარების ხელშეწყობაა.

პროგრამის სრული ბიუჯეტი 6,8 მილიონი ლარია. პროგრამის ერთ-ერთი მიზანი სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და ამ სტრატეგიის პრაქტიკული განხორციელების ხელშეწყობაა.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ შეხვედრაზე აღნიშნა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ არაერთ პროგრამას, მათ შორის, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ევროპის სამეზობლო პროგრამას (ENPARD) უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს აგრარული დარგის განვითარებაში. 

„ორწლიანი პროგრამის დაწყების შესახებ შეთანხმება გულისხმობს ახალ მიდგომას, რომელმაც ხვალინდელი სოფლის მოდელი, ხვალინდელი სოფლის პოლიტიკა უნდა განსაზღვროს და რომელიც სოფლის განვითარების ყველა კომპონენტს მოიაზრებს“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

თბილისი, ახალი საკინცერიო დარბაზი - Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეები სოფლის მეურნეობას ეკონომიკის ზრდის გარანტად მიიჩნევენ

ევროკავშირის წარმომადგენლობის ექსპერტმა გარემოს დაცვის, სოფლის განვითარებისა და სურსათის უვნებლობის საკითხებში ალვარო ორტეგა აპარისიომ აღნიშნა, რომ სოფლის განვითარების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ღონოსძიებები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს სოფლის განვითარებაში.

„საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარებაში სოფლის მეურნეობის წილის გაზრდა, ასევე ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, მაღალმთიან რეგიონებში სიღარიბის შემცირება და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობაში შემოსავლის გაზრდა. ორწლიანი პროგრამის დაწყება მნიშვნელოვანი ნაბიჯია სოფლის განვითარებისთვის“, — განაცხადა შომბი შარპმა.

ორწლიანი პროგრამა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში განხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0