თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა (51%) თვლის, რომ ყველაზე მნიშნელოვანი ფაქტორი საქართველოს განვითარებისათვის სოფლის მეურნეობაა. საერთაშორისო ორგანიზაცია Transparency International-ის დაკვეთით, 15-28 მარტს, „კავკასიის მკვლევართარესურსების ცენტრმა“ საქართველოს მასშტაბით ჩაატარა გამოკითხვა რომელიც დასაქმებას ეხებოდა და რომელშიც მონაწილეობას იღებდა 2ათას 32 ადამიანი.
საწარმოებს, ქარხნებსა და ფაბრიკებს ეკონომიკური ზრდის გარანტად თვლის გამოკითხულთა 23%. მოსახლეობის 9% თვლის, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო — ტურიზმია.
სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმება მოსახლეობის 17%-ს სურს, 11%-ს ფაბრიკებსა და ქარხნებში, ხოლო 9%-ს ტურიზმის სფეროში.
2016 წლის მონაცემებით, გამოკითხულთა 35 % თავის თავს დასაქმებულად მიიჩნევს, ხოლო 65% ამტკიცებს, რომ უმუშევარია, 2015 წელს დასაქმებულად თავს მიიჩნევდა 30%, ხოლო უმუშევრად 70%.
დასაქმებულთაგან 31% — დაქირავებული მუშაკია ორგანიზაციაში, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2013 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 14,6%-ს სეადგენდა, ხოლო 2015 წელს — 12%-ს.
საქართველოში ოჯახთა 75%-ის შემოსავალი 800 ლარს არ აღემატება.