უმუშევრობის დონე საქართველოში 12%-მდე შემცირდა

გამოწერა
უმუშევართა უმრავლესობა საქართველოში მამაკაცია. ეს მაჩვენებელი 13,5%-ს შეადგენს.

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. „საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში ბოლო 12 წლის განმავლობაში უმუშევრობის ყველაზე დაბალი დონე დაფიქსირდა.

უმუშევრობის დონე 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, 16%-მდე შემცირდა, ხოლო დასაქმების დონე 58,3%-იდან 59,7%-მდე გაიზარდა.

საქართველოში შრომისუნარიანად მოსახლეობის 67,8%-ია მიჩნეული.

უმუშევრობა უფრო ქალაქების მოსახლეობას ახასიათებს, ვიდრე სოფლის — 21,5%  4,8%-თან შეფარდებით. ყველაზე ცუდი მაჩვენებელი თბილისშია.

ამასთან უმუშევართა უმეტესობა მამაკაცია. ქალების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 10,2%-ს შეადგენს, ხოლო მამაკაცების მაჩვენებელია 13,5%.

ქალების დასაქმების დონე 52,9%-ია, მამაკაცების — 67,6%.

საქართველო ციფრებში
საქართველო ციფრებში - Sputnik საქართველო
საქართველო ციფრებში
ყველა ახალი ამბავი
0