ექსპერტი ფერმერებს აგროდაზღვევით სარგებლობას ურჩევს

© photo: Sputnik / Vitaly An'kov / გადასვლა მედიაბანკშიკარტოფილი
კარტოფილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფომ უფრო მეტად უნდა შეუწყოს ხელი აგროდაზღვევის სისტემის განვითარებას, თვლის შოთა მაჭარაშვილი.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის შესახებ სახელმწიფომ ფერმერებს მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს, თვლის ჟურნალ „აგრარული საქართველოს“ მთავარი რედაქტორი შოთა მაჭარაშვილი.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წელს დაიწყო და უკვე ორი წელია მიმდინარეობს. მისი მიზანია აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება და სასოფლო–სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა.

სეტყვა - Sputnik საქართველო
ფერმერებს მოსავლის დაზღვევისაკენ მოუწოდებენ

პროგრამის ფარგლებში ფერმერებს საშუალება ეძლევათ დააზღვიონ მოსავალი სეტყვის, ჭარბი ნალექის, ქარიშხლის, საშემოდგომო ყინვის და სხვა ფაქტორების მიმართ.

„აგროდაზღვევა ერთ-ერთი ეფექტური ხერხია იმისთვის, რათა ფერმერმა სტიქიის შემთხვევაში საკუთარი შემოსავალი დაიცვას. ამიტომ სახელმწიფო რაც უფრო მეტად შეუწყობს ხელს ამ  სისტემის დანერგვას ქვეყანაში, მით უფრო მეტად განვითარდება სოფლის მეურნეობა“, — აღნიშნა შოთა მაჭარაშვილმა.

აგროდაზღვევის პროექტის ბიუჯეტი, ისევე, როგორც შარშან, წელსაც 10 მლნ ლარს შეადგენს. 2016 წელს აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემეულია 9 884 პოლისი, სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს 6 237 200 ლარს.

2014-2015 წლებში აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 28 690 პოლისი. დაზღვეული ფართობი შეადგენს 23 667 ჰექტარს, ჯამში დაეზღვია 193 343 000 ლარის მოსავალი. ფერმერების მიერ დაზღვევის მომსახურებაში გადასახდელი თანხიდან სახელმწიფომ 13 809 000 ლარის სუბსიდირება მოახდინა.

2 წლის განმავლობაში ფერმერებმა 12 434 000 ლარის ოდენობის ზარალის ანაზღაურება მიიღეს.

ყველა ახალი ამბავი
0