PACE-ს მონიტორინგის კომიტეტმა საქართველოზე მომზადებული ანგარიში განიხილა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშისაპარლამენტო ასამბლეის სესია
საპარლამენტო ასამბლეის სესია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტრასბურგში განიხილეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების შუალედური ანგარიში საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის წევრები იმედოვნებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის კონსტიტუციაში საბოლოო ცვლილებების მიღებისას ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებმა — ბორის ცილევიჩმა და კერსტინ ლუნდგრენმა ქვეყანაში არსებული სიტუაცია მარტის ბოლოს შეისწავლეს. ვიზიტის შედეგების მიხედვით მათ შუალედური ანგარიში მოამზადეს, რომელიც განიხილეს 27 აპრილს სტრასბურგში მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ქართველი პარლამენტარები ესწრებოდნენ.

„მომხსენებლების მხრიდან, საქართველოს მიმართ, პოზიტიური შეფასებები გაკეთდა. ძალიან პოზიტიური გამოხმაურება იყო თანამომხსენებლების მხრიდან. ჩვენ დღეს მოვისმინეთ დაახლოებით ოთხ ქვეყანაზე მსგავსი ანგარიში და ცალსახად, ყველაზე პოზიტიური შეფასება არის საქართველოს მიმართ. ორივე თანამომხსენებლის მხრიდან იყო ძალიან კარგი აქცენტები გაკეთებული“, — განუცხადა ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს სხდომის დასასრულს.

ვენეციის კომისიის დელეგაცია - Sputnik საქართველო
ვენეციის კომისია საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებებს გაეცნო

ვიცე-სპიკერის თქმით, ძირითადი რეკომენდაციები ეხებოდა, ერთის მხრივ, სასამართლო რეფორმის გაგრძელების აუცილებლობას, ასევე, საუბარი იყო იმაზე, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება.

დელეგაციის წევრის, ოპოზიცის წარმომადგენლის, გიორგი კანდელაკის თქმით, სხდომაზე საუბარი იყო საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით სადეპუტატო მანდატების განაწილებაზე და წინასაარჩევნო პერიოდში ბლოკების შექმნის აკრძალვაზე. აღნიშნულ საკითხებზე კონსტიტუციაში ცვლილებები უნდა შევიდეს, რომელსაც ოპოზიციური პარტიები არ ეთენხმებიან.

„მათ იმედი გამოღქვეს, რომ მთავრობა, დაპირებისამებრ, გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის შენიშვნებს, რომლებიც უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება, და საქართველოსთვის ეს ზიანისმომტანი ნორმები ძალაში არ შევა“, — განუცხადა კანდელაკმა ჟურნალისტებს.

„ქართული ოცნების მთავარი ოფისი - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმის დაწყებას მიესალმება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებელი ბორის ცილევიჩი, თუმცა ის არ მალავს, რომ რამდენიმე პუნქტი შეშფოთებას იწვევს, მათ შორის ის ინიციატივა, რომლის თანახმად ცვლილებების მიღების სემდეგ პარტიები საარჩევნო ბლოკებს ვერ შექმნიან, რათა არჩევნებზე თავისი შანსები გაზარდონ.

„ჩვენ ვფიქრდებით იმაზე, რამდენად სასარგებლო იქნება მსგავსი პრაქტიკა საქართველოსათვის. თუმცა, საბოლოო ჯამში ყველაფერი დამოკიდებული იქნება პარლამენტში ცვლილებების საბოლოო განხილვაზე“, — განაცხადა ცილევიჩმა ტელეარხ „იმედის“ ეთერში.

PACE-ს თანამომხსენებელმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი ეწინააღმდეგება ძირითად პრინციპებს, რადგან ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოში მსგავსი პრაქტიკა არსებობს.

რაც შეეხება მანდატების განაწილებას, პროპორციული არჩევნების შედეგების მიხედვით პარტიებს შორის გაუნაწილებელ მანდატებს იღებს ის პარტია, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მოაგროვებს. შერეული სისტემის შემთხვევაში (პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნები), გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა ნაკლები გამოდის. ახალი სისტემის დროს, როდესაც მხოლოდ პროპორციული არჩევნები ჩატარდება, ფორმულა უნდა გამოითვალოს ყველა 150 მანდატიდან გამომდინარე.

დავით ბაქრაძე - Sputnik საქართველო
ოპოზიცია საქართველოს კონსტიტუციის საკითხზე პლებისციტის გამართვის მოთხოვნით გამოდის

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა 2016 წლის დეკემბერში დაიწყო და 2017 წლის 22 აპრილს მუშაობა დაასრულა.

საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში შვიდი ოპოზიციური პარტია მონაწილეობდა. მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მათი წინადადებები არ გაითვალისწინა, რის გამოც კომისიას ბოიკოტი გამოუცხადეს. ოპოზიციონერები პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმების, მაღალი საარჩევნო ბარიერის, საარჩევნო ბლოკების შექმნაზე აკრძალვისა და საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით მანდატების განაწილების წინააღმდეგი არიან.

საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. მანამდე კი ისინი ვენეციის კომისიას რეკომენდაციების მიღებისთვის გადაეგზავნება. ვენეციის კომისიას მოუწევს  განახლებული კონსტიტუციის პროექტის შესწავლა საერთშორისო საკონსტიტუციო სამართლის ნორმებთან შესაბამისობაზე. „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები 2017 წლის ბოლომდე უნდა შევიდეს.


ყველა ახალი ამბავი
0