„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

© Sputnik / Alexander Imedashvili„ქართული ოცნების" მთავარი ოფისი
„ქართული ოცნების მთავარი ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმისათვის, რომ საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების სახალხო განხილვა დაიწყოს, 76 დეპუტატის ან 200 ათასი მოქალაქის ხელმოწერაა აუცილებელი.

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ იწყებს ხელმოწერების შეგროვებას საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების ინიცირებისათვის. აღნიშნული გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. 

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის შეტანის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანო იწყებს ხელმოწერების შეგროვებას კანონპროექტზე. 

იმისათვის, რომ დაიწყოს სახალხო განხილვა, ინიციატორებმა უნდა წარმოადგინონ 76 დეპუტატის ან 200 ათასი მოქალაქის ხელმოწერა. 

„ქართული ოცნების“ დეპუტატის მარიამ ჯაშის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში საკონსტიტუციო ცვლილებები განხილულია და იწყება ხელმოწერების შეგროვება ცვლილებების ინიცირებისათვის. ამასთან, მისი თქმით, ვენეციის კომისიისა და სახალხო განხილვის შედეგად მიღებული რეკომენდაციები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული. 

ვენეციის კომისიის დელეგაცია - Sputnik საქართველო
ვენეციის კომისია საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებებს გაეცნო

როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს უთხრა, დეპუტატები ხელმოწერების შეგროვებას უახლოეს ხანებში დაასრულებენ, რათა სახალხო განხილვა 5 მაისისათვის დაიწყოს.

სავარაუდოდ 76 დეპუტატის ხელმოწერა პარლამენტში 1 მაისისათვის შევა. 

გასული კვირის ბოლოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი 43 ხმით 8 წინააღმდეგ დაამტკიცა. კენჭისყრაში ოპოზიციურ პარტიებს მონაწილეობა არ მიუღიათ, რომელთაც პროტესტის ნიშნად დატოვეს კომისია. ცვლილებების მოწინააღმდეგეთა ხმები არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ექსპერტთა ნაწილს ეკუთვნოდა. 

დავით ბაქრაძე - Sputnik საქართველო
ოპოზიცია საქართველოს კონსტიტუციის საკითხზე პლებისციტის გამართვის მოთხოვნით გამოდის

კანონპროექტი ძირითადად გულისხმობს ცვლილებებს საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის უფლებამოსილებებში. მათ შორის დაგეგმილია პრეზიდენტის პირდაპირი წესით და პარლამენტში ერთმანდატიანი ოლქების წარმომადგენელთა არჩევის გაუქმება, პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცა და პარლამენტის უფლებამოსილების გაზრდა. 

გარდა ამისა, დაგეგმილია პრეზიდენტობისა და დეპუტატობის კანდიდატებისათვის ასაკობრივი ცენზის გაზრდა. 


ყველა ახალი ამბავი
0