საქართველოსა და რუმინეთის პრემიერები თანამშრომლობის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ

© FB / Георгий Квирикашвилиგიორგი კვირიკაშვილი და სორინ გრინდიანუ
გიორგი კვირიკაშვილი და სორინ გრინდიანუ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს და რუმინეთის ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალი სათანადოდ ათვისებული არ არის, ამიტომ ეკონომიკური თანამშრომლობის ორმხრივი კომიტეტის საქმიანობა გააქტიურდება.

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მისმა რუმინელმა კოლეგამ სორინ გრინდეანუმ ბუქარესტში ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს და ყველა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

პოლიტიკოსებმა ხაზგასმით აღნიშნეს როგორც ორ ქვეყანას შორის, ისე შავი ზღვის რეგიონის ფარგლებში სავაჭრო-ეკონომიკური, ენერგეტიკული და სატრანსპორტო თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობა. მხარეებმა ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს.

"საქართველო და რუმინეთი არიან უძველესი კულტურის ქვეყნები, რომლებიც გეოგრაფიულად არიან დაკავშირებული. შავი ზღვა გვიქმნის განსაკუთრებულ უპირატესობას და ხელს უწყობს თანამშრომლობის ფართო სპექტრის განვითარებას. საქართველო და რუმინეთი წარმოადგენს ბუნებრივ ხიდს ევროპასა და აზიას შორის. აქტიურად ვმუშაობთ ამ შესაძლებლობების განვითარებაზე. შესაბამისად, ჩვენი მიზანია სატრანსპორტო-ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება და გამოყენება“, — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

თინათინ ხიდაშელი რუმინეთში - Sputnik საქართველო
ქართველი სამხედროები რუმინეთში სწავლას შეძლებენ

გრინდეანუმ განაცხადა, რომ საქართველოსა და რუმინეთისთვის საინტერესოა ტრანსპორტირებისა და ენერგეტიკის სფეროებში არსებული რეგიონული პროექტები, რომელთა მიზანია დერეფნის ამოქმედება შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის.

"ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს, რაც ინვესტიციების წახალისებასა და ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობის დონის ზრდას გულისხმობს. ამ თვალსაზრისით არსებობს უზარმაზარი პოტენციალი, რომელიც ჩვენს ქვეყნებს ჯერ სათანადოდ არ აუთვისებიათ და გამოუყენებიათ. პრემიერ-მინისტრთან ერთად გადავწყვიტეთ ამ პროცესის დაჩქარება და ეკონომიკური თანამშრომლობის ორმხრივი კომიტეტის გააქტიურება, რაც ბიზნეს–სექტორის წარმომადგენელთა მონაწილეობით სესიის ჩატარების გზით უნდა მოხდეს", — აღნიშნა გრინდეანუმ.

ვეფხისტყაოსანი რუმინულ ენაზე გამოიცა - Sputnik საქართველო
„ვეფხისტყაოსანი“ რუმინულ ენაზე გამოიცა

მისი თქმით, მთავრობათაშორისი კომიტეტის სხდომა 2002 წლის შემდეგ არ ჩატარებულა.

"მიუხედავად ამისა, ჩვენი გადაწყვეტილების თანახმად, მისი საქმიანობა უმოკლეს ვადაში უნდა გააქტიურდეს. რუმინული კომპანიების მიერ საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების შესახებ შეთანხმების გათვალისწინება უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია“, — განაცხადა რუმინეთის პრემიერმა.

რუმინეთის მთავრობის მეთაურმა კოლეგას საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედება მიულოცა. რეგულაცია მიმდინარე წლის 28 მარტს შევიდა ძალაში. ამიერიდან საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში 180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით უვიზოდ ყოფნა შეუძლიათ.

ქართული დელეგაცია კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთს ოთხშაბათს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში პრემიერი უკვე შეხვდა რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისს. გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრა სენატის თავმჯდომარე კელინ პოპესკუ-ტერიჩანუსთან.

საქართველოსა და რუმინეთის პარლამენტის თავმჯდომარეები - Sputnik საქართველო
რუმინეთისა და საქართველოს პარლამენტები თანამშრომლობას აღრმავებენ

კვირიკაშვილი ასევე დაესწრება საქართველოსა და რუმინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას.

საქართველო და რუმინეთი თანამშრომლობენ ეკონომიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, საზღვაო ვაჭრობის, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის სფეროებში. თანამშრომლობის განსაკუთრებით პრიორიტეტული მიმართულებებია ვაჭრობა, ეკონომიკა, ენერგეტიკა და ტრანსპორტი.

სავაჭრო ბრუნვამ საქართველოსა და რუმინეთს შორის 2017 წლის პირველ კვარტალში 44,3 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0