რუმინეთისა და საქართველოს პარლამენტები თანამშრომლობას აღრმავებენ

© сайт Давида Усупашвилиსაქართველოსა და რუმინეთის პარლამენტის თავმჯდომარეები
საქართველოსა და რუმინეთის პარლამენტის თავმჯდომარეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და რუმინეთის პარლამენტის თავმჯდომარეებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს რომელიც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომლობას.

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარემ, ვალერიუ შტეფან ზგონეამ(Valeriu Zgonea) დაასრულა საქართველოში ვიზიტი, რომლის მთავარი ლეიტმოტივი ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შორის თანამშრომლობის გაღრმავება იყო. ვიზიტის მსვლელობისას, რუმინელი სტუმარი შეხვდა თავის ქართველ კოლეგას დავით უსუფაშვილს,   საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს, პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, და საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს. 

შეხვედრის შემდეგ, დავით უსუფაშვილმა და ვალერიუ შტეფან ზგონეამ საქართველოს პარლამენტსა და რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ბუქარესტი - Sputnik საქართველო
AGRI-ს მონაწილე ქვეყნებმა ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს

გარდა ამისა, რუმინეთის დელეგაციის ვიზიტის მსვლელობისას, აქტიურად განიხილებოდა საქართველოს ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის  და ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი. 

ზგონეამ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა გამოთქვა, ისევე როგორც მისი სწრაფვისადმი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. 


ყველა ახალი ამბავი
0