„ვეფხისტყაოსანი“ რუმინულ ენაზე გამოიცა

© сайт МИД Грузии "ვეფხისტყაოსანი" რუმინულ ენაზე გამოიცა
ვეფხისტყაოსანი რუმინულ ენაზე გამოიცა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შოთა რუსთაველის უკვდავი პოემა რუმინეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილის აღსანიშნავად გამოიცა.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. რუმინულ ენაზე გამოცემული შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ პრეზენტაცია ბუქარესტში გამართული წინგის ყოველწლიური ფესტივალ Bookfest-ის ფარგლებში ჩატარდა.  

შოთა რუსთაველი - Sputnik საქართველო
2016 წელს საქართველო შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს აღნიშნავს

„შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილის აღსანიშნავად, რუმინეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით „ვეფხისტყაოსნის“ რუმინულენოვანი თარგმანი გამოიცა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოცემაში გამოყენებულია “წერეთლისეული ვეფხისტყაოსნის“ მინიატურები (XVII-XVIII საუკუნეები), რომელთა საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრის მიერ  სპეციალურად ამ გამოცემისთვის იქნა მიწოდებული.

აღსანიშნავია, რომ „ვეფხისტყაოსანი“ რუმინეთში პირველად 1956 წელს გამოიცა და ნაწარმოების პირველი თარგმანი   თარგმანი გამოჩენილ რუმინელ მწერალსა და მთარგმნელს ვიქტორ კერნბახს ეკუთვნის. 

ვეფხისტყაოსნის ხელნაწერი - Sputnik საქართველო
საქართველოში „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერი იქმნება

შოთა რუსთაველი (1660-1166-1216) – XII საუკუნის სახელმწიფო მოღვაწე და პოეტი, ავტორი ქრესტომათიული ეპიკური პოემისა „ვეფხისტყაოსანი“. 

წელს საქართველოში შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიებებია დაგეგმილი.

„ვეფხისტყაოსანი“ ქართული კულტურის უკვდავი ძეგლია, პოემა პირველად თბილისში 1712 წელს დაიბეჭდა. ის მსოფლიოს 50-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი.


ყველა ახალი ამბავი
0