2016 წელს საქართველო შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს აღნიშნავს

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიშოთა რუსთაველი
შოთა რუსთაველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შოთა რუსთაველის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიებები სახელმწიფო კომისიის დონეზე დაიგეგმება, რომელშიც სახელმწიფო უწყებებთან ერთად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაც ჩაერთვება.

თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik.  XII  საუკუნის გამოჩენილი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილის აღსანიშნავად სამთავრობო კომისია შეიქმნება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარასკევს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

საქართველოს მთავრობის მეთაური იუბილის მაღალ დონეზე აღნიშვნას მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

შოთა რუსთაველის ძეგლის ესკიზი - Sputnik საქართველო
სანქტ-პეტერბურგში შოთა რუსთაველის ძეგლს დადგამენ

გარდა ამისა, 2016 წელს საქართველო დამოუკიდებლობის 25 წლისთავს აღნიშნავს, რომელიც ქვეყანამ 1991 წელს აღადგინა. საქართველო დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს აღნიშნავს.

„პრემიერის განცხადებით, აღნიშნულ თარიღებთან დაკავშირებით ღონისძიებები სახელმწიფო კომისიის დონეზე დაიგეგმება, რომელშიც სახელმწიფო უწყებებთან ერთად პრეზიდენტის ადმინისტრაციაც ჩაერთვება“, — ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რეგიონები, მთები, სამცხე-ჯავახეთი - Sputnik საქართველო
სამცხე-ჯავახეთი: შოთა რუსთაველის სამშობლო

ღონისძიებაზე სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური წევრები იქნებიან მიწვეულნი.

შოთა რუსთაველი (1660-1166-1216) – XII საუკუნის სახელმწიფო მოღვაწე და პოეტი, ავტორი ქრესტომათიული ეპიკური პოემისა „ვეფხისტყაოსანი“. 

 

ყველა ახალი ამბავი
0