ქართველი სამხედროები რუმინეთში სწავლას შეძლებენ

© facebook.com/mod.gov.geთინათინ ხიდაშელი რუმინეთში
თინათინ ხიდაშელი რუმინეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრებმა თანამშრომლობის გაფართოების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები შეძლებენ განათლების მიღებას რუმინეთში, ხოლო რუმინელი სამხედროები საქართველოში გამართულ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას, განაცხადეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურში.

შესაბამისი მემორანდუმი გააფორმა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა რუმინელ კოლეგასთან მიჰეა მოტოჩთან (Mihnea Ioan Motoc).

რუმინეთი - Sputnik საქართველო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი რუმინეთში შეხვედრებს მართავს

„რუმინეთის თავდაცვის სამინისტროსთან ისედაც აქტიური თანამშრომლობა გვაქვს, დღეს კი ხელი მოვაწერეთ ორმხრივ მემორანდუმს, რომელიც კონკრეტული ღონისძიებების დამატებაა და თანამშრომლობის გაფართოებას ითვალისწინებს“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა, იუწყება თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.

ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს ექნებათ შესაძლებლობა, განათლება მიიღონ რუმინეთში, რუმინელი სამხედრო მოსამსახურეები კი ჩამოვლენ ჩვენთან და საქართველოში მიმდინარე სწავლებებში ჩაერთვებიან, ისარგებლებენ იმ სიკეთეებით, რაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებობს, აღნიშნა მინისტრმა.

ხიდაშელის სამდღიანი ვიზიტი რუმინეთში ხუთშაბათს დაიწყო. ის უკვე შეხვდა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ლაზარ კომანესკუს (Lazar Comanescu) და ქვეყნის პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში იონ ოპრიშორს (Ion Oprisor).

ყველა ახალი ამბავი
0