საქართველოს თავდაცვის მინისტრი რუმინეთში შეხვედრებს მართავს

გამოწერა
ვიზიტის პირველ დღეს ხიდაშელმა ოფიციალურ სადილზე თავის რუმინელ კოლეგასთან, მიჰეა მოტოჩთან შეხვედრა გამართა.

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. რუმინეთში საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.

ვიზიტის პირველ დღეს ხიდაშელმა ეროვნული სამხედრო კლუბის სასახლის მარმარილოს დარბაზში ოფიციალურ სადილზე შეხვედრა გამართა თავის რუმინელ კოლეგასთან, მიჰეა მოტოჩთან (Mihnea Ioan Motoc) შეხვედრა გამართა.

„რუმინეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეგობარია, მუდამ ჩვენს გვერდში დგას ყველა ფორუმზე, ყველა ღონისძიებაზე. როდესაც ამ ქალაქში ჩამოდიხარ, ზუსტად იცი, რომ მეგობრებს შორის ხარ", — განაცხადა ხიდაშელმა.

რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია თინათინ ხიდაშელის შეხვედრები პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში იონ ოპრიშორთან კონტროჩენის სასახლეში, ასევე ორმხრივი შეხვედრა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ლაზარ კომანესკუსთან.

გარდა ამისა, დაგეგმილია თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით გეგმის გაფორმება.

ხიდაშელის ვიზიტი რუმინეთში სამ დღეს გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0