ფესტივალი CineDOC-Tbilisi – ხუთი წლის იუბილეს სოლიდური პროგრამით აღნიშნავს

გამოწერა
დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალი CineDOC-Tbilisi, რომელიც 11 მაისს გაიხსნება, ხუთ ძირითად თემას ეძღვნება – სოლიდარობას, უსაფრთხოებას, ვნებას, რწმენასა და ფანტაზიას.

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალი CineDOC-Tbilisi – სამხრეთ კავკასიაში პირველი ფესტივალი, რომლის მიზანი დოკუმენტური კინოს პოპულარიზებაა – საქართველოს დედაქალაქში მსოფლიოს დოკუმენტალისტებს მეხუთედ მოუყრის თავს.

წელს კინოფორუმი, რომელსაც ხუთი წელი უსრულდება, თბილისში 11–16 მაისს გაიმართება და წარმოადგენს სოლიდურ პროგრამას: 67 დოკუმენტური სურათი მსოფლიოს 30 ქვეყნიდან, ასევე მრავალფეროვანი ჩვენებები და თემატური ღონისძიებები.

მერაბ ნინიძე - Sputnik საქართველო
ფილმი მერაბ ნინიძის მონაწილეობით „ოქროს პალმის რტოს“ პრეტენდენტია

„CinéDOC-Tbilisi-ს მეხუთე, საიუბილეო გამოშვებასთან დაკავშირებით, შერჩეული ფილმები წარმოდგენილი იქნება ხუთი ძირითადი თემატიკის მიხედვით: სოლიდარობა, უსაფრთხოება, ვნება, რწმენა და ფანტაზია. ჩვენ წარმოვადგენთ დოკუმენტურ ფილმებს, რომლებიც მოგვითხრობენ შრომით უფლებებზე, მიგრაციაზე, სიყვარულზე, რელიგიასა და მრავალ სხვა თემაზე“, – ნათქვამია ორგანიზატორების ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ფესტივალის სპეციალური სტუმარი იქნება ცნობილი ფინელი კინორეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი პირიო ჰონკასალო, რომელიც ქართველ მაყურებელს სამ ფილს წარმოუდგენს: „მელანქოლიის სამი ოთახი“, „ქალაქელი მღვდლის დღიური“ და „ტანიუშკა და 7 ეშმაკი“. კინოფესტივალის ფარგლებში ჰონკასალო ექსკლუზიურ მასტერ–კლასს ჩაატარებს.

CineDOC-Tbilisi–ს გერმანელი რეჟისორის, კაროლინე გენრეიტის „ბედნიერება“ გახსნის. ფილმი მოგვითხრობს 60 წლის მამაკაცზე, რომელიც ბედნიერების საძებნელად ტაილანდში მიემგზავრება, სადაც თავისი ცხოვრების სიყვარულს პოულობს.

საკონკურსო ნამუშევრების ჩვენებები გაიმართება კინოთეატრებში „ამირანი“, „რუსთაველი“, ასევე კლუბში Backstage76, კინოს სახლში და „მზიურში“ – ღია ცის ქვეშ.

სოფიკო ჭიაურელი - Sputnik საქართველო
Tbilisi Fashion Week–ის გახსნა ლეგენდარულ სოფიკო ჭიაურელს მიეძღვნება

CineDOC-Tbilisi 2017, ტრადიციულად, შედგება დოკუმენტური ფილმების მთავარი საერთაშორისო კონკურსისგან და რამდენიმე არასაკონკურსო კატეგორიებისგან. საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წელს წარმოადგენენ ლატვიელი რეჟისორი გიდრე ბეინორუტე, გერმანელი კინოპროდიუსერი ული პფაუ, პროდიუსერი და უკრაინის კინემატოგრაფიის ეროვნული სააგენტოს ექსპერტი გენადი კოფმანი.

პირველი კატეგორია – Focus Caucasus, სადაც დოკუმენტურ ფილმებს წარმოადგენენ კინორეჟისორები კავკასიის რეგიონებიდან და მოსაზღვრე ქვეყნებიდან. იქვე აჩვენებენ კავკასიაში გადაღებულ და ამ რეგიონისადმი მიძღვნილ სურათებს. ამ კატეგორიაში ჟიურის წევრები არიან კინომცოდნე და საქართველოს კინოაკადემიის წევრი ნანა დოლიძე, სცენარისტი, კინოკრიტიკოსი და ბელარუსის საერთაშორისო კინოფესტივალის Листопад („ფოთოლცვენა“) დოკუმენტური სექციის დირექტორი ირინა დემიანოვა და სხვები.

Focus Caucasus–ის სექციაში რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და თურქულ ფილმებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ქართველი რეჟისორის, შორენა თევზაძის „დიდუბე, ბოლო გაჩერება“.

მეორე კატეგორია – CivilDOC. ესაა ფილმები ადამიანის უფლებების შესახებ, უმცირესობების პრობლემატიკაზე, გენდერული თანასწორობისა და სამოქალაქო ატიურობაზე. ამ სექციის ჟიურის წევრები არიან ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფესტივალის,  One World-ის პროგრამებისა და რეგიონალური ჩვენებების კოორდინატორი ბარბორა ჰუდეჩკოვა, ევროპაში ადამიანის უფლებების საკითხებზე ერთ–ერთი დიდი ფესტივალის Watch Docs დირექტორი მაჩიკ ნოვიცკი და ჰოლანდიელი კინოდოკუმენტალისტი დანიელ აბმა. ამ ნომინაციაში გამარჯვებისთვის 11 კინოსურათი იბრძოლებს.

მესამე სექციაში CineDOC-Young წარმოდგენილი იქნება ბავშვებისა და ახალგაზრდების (8–იდან 18 წლამდე) კინონამუშევრები. ამ პროგრამაში მონაწილეობენ სკოლის მოსწავლეეები და სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ შეუძლიათ კინოჩვენებებზე დასწრება და ფორუმის დისკუსიებში მონაწილეობა. წელს კატეგორიაში CineDOC-Young სხვადასხვა ქვეყნიდან 15 ფილმია წარმოდგენილი.

ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“:  ორგანიზატორები - Sputnik საქართველო
ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“: სტუმრებს საინტერესო პროგრამა ელით

გარდა ამისა, წელს კინოფესტივალზე პირველად გაჩნდა მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექცია, რომელშიც აჩვენებენ ლატვიელი, პორტუგალიელი, ჩილელი და ქართველი (ბესო გვენეტაძის „პატაგონია ავტოსტოპით“) რეჟისორების ოთხ ნამუშევარს. ფილმების ჩვენების შემდეგ გაიმართება სადისკუსიო სესიები.

კატეგორიაში „ქვეყანა ფოკუსში“ წელს წარმოდგენილია ლიტვა. ამასთან დაკავშირებით, წელს, ფესტივალზე ელოდებიან ლიტვის ეროვნული კინოცენტრის დირექტორს, როლანდ კვიეტკაუსკასს დელეგაციასთან ერთად.

CineDOC-Tbilisi–ს მნიშვნელოვან ნაწილს წაროადგენს პროექტი Civil Pitc-ი, რომლის მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ქართველი პროფესიონალი კინომოღვაწეების შეხვედრებისთვის აქტიური კომუნიკაციური სივრცის შექმნა. ამ სივრცის ფარგლებში, ორმხრივი ინტერესის ფონზე გაიმართება პრეზენტაციები და დისკუსიები დოკუმენტური ფილმეის იდეებზე, მათი რეალიზაციის პერსპექტივებზე და კინოწარმოების აუცილებელ მხარდაჭერაზე.

კინოფორუმის ფარგლებში, ტრადიციისამებრ, გაიმართება ღია დისკუსიები, პრეზენტაციები და სემინარები, ასევე ქართული კინოინდუსტრიის წარმომადგენლების შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის რეჟისორებთან.
სხვა დეტალები ფესტივალის CineDOC-Tbilisi შესახებ იხილეთ ვებ–გვერდზე.

ყველა ახალი ამბავი
0