ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“: სტუმრებს საინტერესო პროგრამა ელით

გამოწერა

"აღდგომიდან ამაღლებამდე" ფესტივალის ორგანიზატორებმა ჟურნალისტებს უამბეს, თუ რა ელით მუსიკალური ღონისძიების სტუმრებს. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეოინტერვიუ ღონისძიების ერთ-ერთ ორგანიზატორთან.

მასშტაბური ფესტივალის ფარგლებში კონცერტები გაიმართება საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში — კახეთში (თელავი), იმერეთი (ქუთაისი) და აჭარა (ბათუმი). ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ როგორც უცხოელი ცნობილი შემსრულებლები, ასევე საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ქართველი მუსიკოსები.

"პროგრამის თვალსაზრისით ფესტივალი, როგორც ყოველთვის, საინტერესო და მრავალფეროვანია. ფესტივალზე პირველად საქართველოში შესრულდება ვინჩენცო ბელინის ოპერა "ნორმა". წელს მუსიკალური დღესასწაული ორ მნიშვნელოვან საიუბილეო თარიღს მიეძღვნება: ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ასი წლის იუბილეს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტახტზე აყვანის 40 წლის იუბილეს. წელს შემოქმედებითი ხელმძღვანელი იქნება საოპერო მომღერალი თამარ ალიბეგაშვილი", — "Sputnik-საქართველოსთან" სუაბარში განაცხადა ირინა სახამბერიძემ, ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი "აღდგომიდან ამაღლებამდე" 2006 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა აკაკი რამიშვილის ფონდთან "ტრადიცია და ინოვაცია" ერთად დააფუძნა. საინფორმაციო სააგენტო და რადიო "Sputnik-საქართველო" 2017 წელს ფესტივალის საინფორმაციო პარტნიორი გახდა.

ფესტივალის პროექტი საქართველოს კულტურული ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ფესტივალის მიზანი ქართველი შემსრულებლების შემოქმედების პოპულარიზაცია და კლასიკური და საეკლესიო მუსიკისადმი ახალგაზრდებში ინტერესის გაღვივებაა. 2017 წელს ფესტივალი ტარდება თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.

ყველა ახალი ამბავი
0