ფილმი მერაბ ნინიძის მონაწილეობით „ოქროს პალმის რტოს“ პრეტენდენტია

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიმერაბ ნინიძე
მერაბ ნინიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილმი „იუპიტერის მთვარე“, რომელშიც მთავარ როლს ცნობილი ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ასრულებს, კანის კინოფესტივალის ოფიციალურ პროგრამაში შევიდა.

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. ფილმი „იუპიტერის მთვარე“, რომელშიც მთავარ როლს ცნობილი ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ასრულებს, კანის 70-ე კინოფესტივალის ოფიციალურ პროგრამაში შევიდა, რომელიც საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე 17-18 მაისს გაიმართება.

სტუმრები ფესტივალზე Cannes Lions International Advertising Festival - Sputnik საქართველო
„კანის ლომები 2017": ფესტივალის ქართული შესარჩევი კონკურსი აპრილში იწყება

კონკურსის ოფიციალურ პროგრამაში 18 ფილმი იქნება წარმოდგენილი. მათ შორისაა ფრანგი რეჟისორების, ფრანსუა ოზონის, მიშელ ხაზანავიჩუსისა და ჟაკ დუაიონის, უკრაინელი სერგეი ლოზნიცას, ავსტრიელი მიხაელ ჰანეკეს, ამერიკელი სოფია კოპოლას, იაპონელი კეისი კუროსავას და სხვათა ფილმები.

უნგრელი რეჟისორ კორნეი მუნდრუცოს ფილმში „იუპიტერის მთვარე“ ნინიძესთან ერთად მონაწილეობენ მსახიობები: დიორდ ჩერხალმი, მონიკა ბალზაი და ძომბორ ჯეგერი.

ფილმში მოთხრობილია ახალგაზრდა ემიგრანტის ისტორია, რომელსაც უნგრეთში არალეგალურად შეღწევის მცდელობისას ესვრიან, რის შემდეგაც ის გრავიტაციის დაძლევის უნარს იძენს.

მუსიკა ფილმისთვის კომპოზიტორმა ჯედ კურცელმა შექმნა.

კინოფესტივალის გახსნისა და დახურვის ცერემონიას ცნობილი იტალიელი მსახიობი მონიკა ბელუჩი წარუძღვება. ფესტივალს არნო დეპლეშენის ფილმი „ისმაილის მოჩვენებები“ გახსნის.

„ოქროს პალმის რტოს“ ჟიურის წლევანდელი თავმჯდომარე ესპანელი კინორეჟისორი პედრო ალმოდოვარი იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0