ხმაური პარლამენტში: სუს-ის უფროსის ანგარიში და დეპუტატების დაპირისპირება

გამოწერა
საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში მანდატურებმა დაძაბული ვითარება, რომელიც ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის ლამის ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა, დროულად გაანეიტრალეს.

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. პარლამენტში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის ვიზიტს ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია — ოპოზიციონერებს შორის უთანხმოება დეპუტატების წინაშე გომელაურის მიერ წარდგენილი ყოველწლიური ანგარიშის შემდეგ დაიწყო.

მიუკერძოებელი რეპლიკები, რითიც „ევროპული საქართველოსთვის“ წარმომადგენელი გიგა ბოკერია და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ემზარ კვიციანი ერთმანეთის მისამართით ახმოვანებდნენ, იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა მხარეებისთვის, რომ ლამის ფიზიკურ დაპირისპირებამდეც კი მივიდა საქმე. თუმცა, საქმეში მხოლოდ ავტოკალმები და წყალი ჩაერთო.

ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც სხდომის მეორე ნაწილის დახურვის შესახებ საკითხის განხილვა დაიწო, რომელზეც გომელაურს კითხვებზე პასუხი უნდა გაეცა. 

სახელმწიფო უსაფთხოების სამსახური - Sputnik საქართველო
სუს-ის 2016 წლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

15-წუთიანი გამოსვლის დროს, გომელაური შეეხო მიგრაციის, კონტრდაზვერვისა და ასევე კორუფციასთან, ტერორიზმთან, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული მასალების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს.

უწყების მიერ 2016 წელს გაწეული სამუშაოს შესახებ ინფორმაციით  ადრე სუს-ის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე წარდგა. ერთი კვირის წინ ის პარლამენტში დეპუტატების წინაშე რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე  წარდგა.

კვიციანი ბოკერიას წინააღმდეგ

სხდომათა დარბაზში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც კვიციანმა ბოკერიას სხვა ქვეყნის რეზიდენტი უწოდა.

„ბატონო ვახტანგ (გომელაური — რედ.), რა მნიშვნელობა აქვს სხდომა დახურული იქნება თუ ღია, თქვენ ეს ყველაზე კარგად იცით. როდესაც სხვა ქვეყნის რეზიდენტი გიგა ბოკერია აქ ზის, გინდ დახურეთ და გინდ ღია დატოვეთ“, — განაცხადა კვიციანმა.

კვიციანის აღნიშნულმა რეპლიკამ დეპუტატებს შორის აჟიოტაჟი გამოიწვია, რის გამოც ბოკერიას პასუხის მოსმენა შეუძლებელი გახდა. თუმცა, რამდენიმე წამის შემდეგ კვიციანი ფეხზე წამოდგა, პიჯაკი გაიხადა და ბოკერიასკენ გაემართა, რომელიც დარბაზში ორი რიგის ქვემოთ იჯდა.

მანდატურებმა კვიციანს ჩანაფიქრის განხორციელების საშუალება არ მისცეს, რის გამოც გაღიზიანებულმა კვიციანმა ბოკერიას ავტოკალამი ესროლა, შემდეგ კი ჭიქით წყალი შეასხა. აღსანიშნავია რომ კვიციანის ამ ქმედებით ბოკერიას ნაცვლად, მისი თანაპარტიელი მამუკა ჩიქოვანი დაზარალდა. 

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტმა ფარული თვალთვალის წესზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

ემზარ კვიციანი ყოფილი მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ აშკარა მოწინააღმდეგე იყო, რომლის წარმომადგენელიც ბოკერია იყო. საქმე იმაშია, რომ  2006 წლის 25 ივლისს, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, ბატალიონ „მონადირის“ ხელმძღვანელის, ემზარ კვიციანის დაკავების მიზნით, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა, კოდორის ხეობაში საქართველოს შეიარაღებული დანაყოფები შევიდნენ.

კვიციანმა გაქცევა მოახერხა. მასზე სამხედრო ბუნტისა და ტერორისტული აქტის განხორციელების ბრალდებით ძებნა გამოცხადდა. ორი წლის შემდეგ, აგვისტოს ომის შედეგად, საქართველომ კოდორის ხეობაზე კონტროლი დაკარგა.

კვიციანი ახალი ხელისუფლების პირობებში,  2014 წლის 28 თებერვალს, თბილისის აეროპორტში დააკავეს და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ერთი წლის შემდეგ, 2015 წლის 28 იანვარს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კვიციანი პროკურატურასთან დადებული პროცესუალური შეთანხმებით გაათავისუფლეს.

საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში მანდატურებმა დაძაბული ვითარება, რომელიც ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის ლამის ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა, დროულად გაანეიტრალეს.  

დახურული სხდომა

პარლამენტის სხდომის დახურვის შესახებ საკითხი  თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა დააყენა, რომელმაც თავისი მოსაზრება იმით ახსნა, რომ სუს-ის უფროსი, შესაძლოა, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ საკითხებს შეხებოდა. 

ნიკა მელია - Sputnik საქართველო
„ნაცმოძრაობაში“ დაპირისპირებამ პარლამენტში გადაინაცვლა

„თუ ჩვენ ამ რეჟიმში (ღია სხდომა — რედ.) გავაგრძელებთ მუშაობას, ბატონ გომელაურს არ ექნება საშუალება ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს. და ამას ძალზე მარტივი ახსნა აქვს. ბატონ ვახტანგს სამსახურებრივი პასუხისმგებლობა აქვს, დაფიქრდეს თითოეულ სიტყვაზე და ქვეყნის ინტერესები და უსაფრთხოება დაიცვას“, — განაცხადა სესიაშვილმა.

სესიაშვილს მხარი დაუჭირეს მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა, ოპოზიცია კი უკმაყოფილებას ღიად გამოხატავდა. მათ ხელისუფლება დაადანაშაულეს იმაში, რომ სხდომის დახურვით ტელემაყურებელს საშუალება არ ექნებოდა მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისი ინფორმაცია მიეღოთ.

აღნიშნული საკითხის კენჭისყრისას, 99 დეპუტატმა მხარი დაუჭირა სხდომის დახურვას, ხოლო 16 წინააღმდეგი წავიდა.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0