„ნაცმოძრაობაში“ დაპირისპირებამ პარლამენტში გადაინაცვლა

გამოწერა
ზაზა ბიბილაშვილის ინფორმაციით, ნიკა მელიამ ხუთი პირის მიერ ხელმოწერილი წერილი მიიღო, რომლითაც მას პარლამენტში ორშაბათს, დილის 10 საათზე იწვევენ.

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. ოპოზიციური ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას უფლებამოსილების ჩამორთმევა ემუქრება, განუცხადა ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა ჟურნალისტებს.

ნიკა მელია - Sputnik საქართველო
ოპოზიციონერ ნიკა მელიას პარლამენტიდან გაგდებას უპირებენ

ენმ-ს ორი დაპირისპირებული ჯგუფიდან ერთ-ერთს „რუხ კარდინალად“ წოდებული გიგა ბოკერია და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ხელმძღვანელობენ,  ხოლო მეორეს ახალაიების ოჯახი, რომლებიც სააკაშვილის უახლოეს თანამებრძოლებად მიიჩნევიან. სწორედ ამ უკანასკნელს მიეკუთვნება ნიკა მელიაც.

„ორი დღის წინ ამ ჯგუფმა საზოგადოებისა და ამომრჩევლის ზურგს უკან, დემოკრატიული სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების ცინიკური უგულებელყოფით, შეცვალა დამტკიცებული საპარლამენტო სია და იქიდან ამოიღო ის ადამიანები, რომლებიც იდგნენ სხვა აზრზე. Time out-ის ფონზე მიმდინარეობს ეს ქმედებები — ჩვენი თანამებრძოლების გარიცხვა პარტიის სიიდან. ასევე ნიკა მელიას დაბარება წერილობით ფრაქციის სხდომაზე რაღაც ამხანაგური სასამართლოს მოსაწყობად“, — აღნიშნა ბიბილაშვილმა.

მისი ინფორმაციით, ნიკა მელიამ ხუთი პირის მიერ ხელმოწერილი წერილი მიიღო, რომლითაც მას პარლამენტში ორშაბათს, დილის 10 საათზე იწვევენ.

ყველა ახალი ამბავი
0