ოპოზიციონერ ნიკა მელიას პარლამენტიდან გაგდებას უპირებენ

გამოწერა
საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა ოპოზიციური პარტიიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომლებმაც პარტიის იდეური სულისჩამდგმელის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გაილაშქრეს, გადაწყვიტეს თავი დააღწიონ მათ, ვინც არ ეთანხმება.

თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. ყოფილი მმართველი პარტიის „ნაციონალური მოძრაობა“ აღმარულებელმა მდივანმა, სერგო რატიანმა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დეპუტატთა სიიდან ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი დეპუტატის — ნიკა მელიას ამოღების მოთხოვნით მიმართა.

2016 წლის შემოდგომაზე „ნაცმოძრაობაში“ განხეთქილება მოხდა, რის შედეგადაც ის ორ გუნდად დაიშალა. 

ერთ გუნდს პარტიაში „რუხ კადრინალად“ წოდებული გიგი ბოკერია და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ხელმძღვანელობენ, მეორეს კი — ახალაიების ოჯახური „კლანი“, რომელიც დღემდე სააკაშვილის მომხრე რჩება.

გიგი უგულავა - Sputnik საქართველო
გიგი უგულავა თავისუფალია

„ნიკა მელიამ უკვე ერთი კვირაა, რაც იცოდა, რომ შესაძლებელი იყო, ამგვარი გადაწყვეტილება მიეღოთ“, —აღნიშნა ტელეკომპანია „რუსათვი-2“ —ის ეთერში დეპუტატმა სერგო რატიანმა, რომელიც ბოკერიას გუნდის მხარდამჭერია.

ბოკერიასა და ბაქრაძის მომხრეებმა ასევე გადაწყვიტეს „ენმ“-ს პარტიული სიიდან ამოიღონ დეპუტატობის პრეტენდენტები: ლევან ბეჟანიშვილი, ირაკლი ნადირაძე, ნინო კალანდაძე, ეკა ხერხეულიძე, დავით კირკიტაძე და ნუგზარ წიკლაური.

კანონის თანახმად, თუკი პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატი პარლამენტს საკუთარი სურვილით ან პარტიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტოვებს, მის ადგილს პარლამენტში პარტიული სიის მომდევნო წევრი დაიკავებს.

„ჩვენ სიიდან ამოვიღეთ ის წევრები, რომლებმაც, ფაქტობრივად, თვითმარქვია „ექვსეული“ შექმნეს, პარტიული ბანაკი ორ ნაწილად დაყვეს და პოლიტსაბჭოს სხდომას არ დაესწრნენ“, — აღნიშნა რატიანმა.  

„პარტიის სათავეში მყოფმა მცირე ჯგუფმა  მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე აქტივისტი წევრი სამაგალითოდ დაესაჯათ და თხოვნით მიმართა პარლამენტს, საპარლამენტო სიიდან მათი ამოღების შესახებ. ეს დამსჯელობითი ოპერაცია  და საამისოდ შერჩეული დრო ამ ჯგუფის ამოცანასა და მიზანზე მეტყველებს“, — განაცხადა მელიამ. 

აღნიშნულის თაობაზე სოციალურ ქსელ  Facebook -ის საშუალებით საკუთარი უკმაყოფილება გამოთქვა სააკაშვილმაც. საქრთველოს ექს-პრეზოდენტმა ნახევარი წლის წინ უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, რის შემდეგაც  დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა და ამდენად დაკარგა უფლება, რომ საქართველოში არსებული პარტიის ხელმძღვანელი ყოფილიყო. 

სამშობლოში მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის დანაშაულობების გამო მას უკვე აღარ შეუძლია აქ დაბრუნება, ამდენად „ენმ“-ის ცხოვრებაში ის მხოლოდ დისტანცურად იღებს მონაწილეობას.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ განხეთქილებაში დაადანაშაულეს

"ეს პირდაპირი შეურაცხყოფაა ჩვენი მრავალრიცხოვანი ამომრჩევლის და ძალიან ჰგავს ივანიშვილის სცენარის განხორციელებას. ივანიშვილის მთავარი მიზანია ჩემი ჩამოშორება ქართული პოლიტიკიდან. სამწუხაროა, რომ ეს კეთდება ჩვენი ყოფილი თანამოაზრეების მცირე ჯგუფის ხელით, დაჩქარებულად 20 იანვრის ყრილობის წინ, რომელიც დაადასტურებს პარტიის ერთიანობას და იმას, რომ ამ ერთ მუჭა ადამიანებს არ აქვთ მხარდაჭერა. მე არც მიზნების დამთხვევა მგონია შემთხვევითი და არც ამორალური და ძალიან უსამართლო განაცხადის შეტანის დღის შერჩევა.“,- წერს სააკაშვილი.

ექს-პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ ბოკერიასა და ბაქრაძის გუნდს სურს „ენმ“-ს ზიანი მიაყენოს.

„მას შემდეგ, რაც ვერ მოხერხდა ჩემი პარტიიდან დისტანცირება, ხოლო პარტიის ხელში ჩაგდების გეგმა ჩავარდა, საქმე გვაქვს პარტიისთვის ზიანის მიყენების აშკარა მცდელობასთან. ნაციონალური მოძრაობა გამოვა ამ ყველაფრიდან გაძლიერებული და ერთიანი, როგორც არასდროს.“ —აღნიშნა სააკაშვილმა.

ნიკა ჩიტაძე, პოლიტოლოგი, ექსპერტი - Sputnik საქართველო
ნიკა ჩიტაძე: სააკაშვილი დარჩება აქტიურ პოლიტიკურ ფიგურად უკრაინაშიც და საქართველოშიც

„ნაცმოძრაობაში“ განხეთქილება 2016 წლის შემოდგომაზე მას შემდეგ გადაიზარდა სერიოზულ კონფლიქტში, როცა პარტიის ლიდერები სააკაშვილის სურვილის წინააღმდეგ წავიდნენ. მათ შეაგროვეს პოლიტსაბჭოს ხმათა უმრავლესობა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებისა და პარლამენტში მუშაობის თაობაზე.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 20 იანვარს ყრილობისთვის ემზადება, რომელზეც გადაირჩევენ პოლიტსაბჭოს. ბაქრაძე-ბოკერიას გუნდის წევრები პარტიის ყრილობის მოსამზადებელი სამუშაოებისაგან უკვე გამიჯნეს.

ამ ყრილობით, პარტია დაიწყებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობისთვის მზადებას, რომელიც 2017 წლის შემოდგომაზე გაიმართება. წინასწარი მონაცემებით ყრილობის მთავარი თემა პარტიის გუნდის წევრობიდან ბოკერია- ბაქრაძის გუნდის გარიცხვა იქნება. 

 

ყველა ახალი ამბავი
0